კარატეს ქართველ ინსტრუქტორს პოლიცია ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისთვის ეძებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აშშ-ში, მონტგომერის ოლქში მცხოვრები კარატეს ქართველი ინსტრუქტორი ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის ვიდეოებს ჰყიდდა.

როგორც "ვაშინგტონ პოსტის" მიერ გავრცელებულ სტატიაშია აღნიშნული , 26 წლის ალექსანდრე სუმბაძე მოზარდებთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა კარატეს სტუდიაში, სადაც თავად მუშაობდა.

მონტგომერის პოლიციის განცხადებით, ალექსანდრე სუმბაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა აშშ-ი და სავარაუდოდ, საქართველოში გაემგზავრა.

"1-ელ აპრილს პოლიციამ სუმბაძე დაკითხა, რა დროსაც მან აღიარა, რომ ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოებითა და ფოტოებით ვაჭრობდა. დაკითხვიდან ორი დღის შემდეგ, სუმბაძემ აშშ-ი დატოვა", - ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ვაშინგტონ პოსტის" ცნობით,
მონტგომერის პოლიცია ამ დრომდე ეძებს კიდევ ერთ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ვიდეოებში ჩანს.

"გასული წლის დეკემბერში, მონტგომერის პოლიციამ სამხრეთ დაკოტას გამომძიებლებისგან მიიღო შეტყობინება, რომ მონტგომერის ოლქში ვიღაც ინტერნეტში ათავსებდა ბავშვთა პორნოგრაფიის ვიდეოებს", - ნათქვამია "ვაშინგტონ პოსტის" სტატიაში.

პოლიციის განცხადებით, აღმოჩენილია რამდენიმე ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ ალექსანდრე სუმბაძე სექსუალურ კავშირს ამყარებდა მოზარდ ბიჭუნებთან და ახალგაზრდა მამაკაცებთან.

პოლიციის განცხადებით, ვიდეოები იმ დროს არის გადაღებული, როდესაც სუმბაძე კარატეს ინსტრუქტორი იყო. პოლიციის ცნობით, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცებმა იცოდნენ, რომ მათ ვიდეოთი იღებდნენ.

"პოლიციამ ალექსანდრე სუმბაძეზე დაკავების ორდერი გასცა", - ნათქვამია "ვაშინგტონ პოსტის" სტატიაში.

წყარო: interpressnews.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
"ბოდიშ მამითხოვია" და ამ იმბეცილის ცოდვას ქართველ ხალხს ვერ ავკიდებ.. იმედია, ზედმეტია იმის მტკიცება, რომ ამერიკის მოქალაქეები ამას და უარესსაც ჩადიან. ეს არის სისიხლის სამართლის დამნაშავე (რა თქმა უნდა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში), რომელიც აშშ-ს პოლიციას კი არ უნდა გაეშვა და ლამის თვითმფრინავის ტრაპამდე არ მიეცილებინა, არამედ, "კომფორტულ" ამერიკულ ციხეში უნდა გამოეკეტა მინიმუმ 25 წლით.
giorgi
14:36 19-04-2015
0
ყველგან მაგარ სახელს ვტოვებთ.
kalo
13:47 19-04-2015
0

სიახლეები პოპულარული