ჯონ მაკინროი: სერენა მე-700 იქნებოდა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ჯონ მაკინროიმ საინტერესო აზრი გამოთქვა იმის შესახებ, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნებოდა "დიდი სლემის" ტურნირების 23-გზის ჩემპიონი სერენა უილიამსი მამაკაცთა პროფესიულ ტურში.

"სერენა აბსოლუტურად საუკეთესო მოთამაშეა ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში. ზოგიერთები ამბობენ, რომ ის საუკეთესოა ორივე სქესის წარმომადგენლებს შორის, მაგრამ მიმაჩნია, რომ მამაკაცთა ტურში თამაშისას, ის კლასიფიკაციაში დაახლოებით მე-700 ადგილზე იქნებოდა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მიმაჩნია ის უდიადეს მოთამაშედ. სერენა შეძლებდა ცალკე აღებულ მატჩში რომელიმე მამაკაცის დამარცხებას და ამას გააკეთებდა დაუჯერებლად ძლიერი ფსიქოლოგიისა და უდიდესი გამოცდილების ხარჯზე. მაგრამ
ძალიან გაუჭირდებოდა მამაკაცებს შორის რეგულარულად თამაშის დროს", - მოჰყავს მაკინროის სიტყვები NPR-ს.

სერენა უილიამსმა, რომელიც ფეხმძიმობის მეშვიდე თვეშია, "ტვიტერით" უკვე უპასუხა მაკინროის: "ძვირფასო ჯონ, მიყვარხარ და დიდ პატივს გცემ, მაგრამ, თხოვნით მოგმართავ - ნუ მომიხსენიებ შენს უსაფუძვლო განცხადებებში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Tu dopingis dalevas gaagrzelebda albat mpugebda erti-ors
Malxazi
14:12 29-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული