როჯერ ფედერერის 92-ე ტიტული

AutoSharing Option
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა კარიერაში 92-ე ტიტული მოიპოვა. გერმანიის ქალაქ ჰალეს ტურნირის ფინალში, ბალახის კორტზე როჯერმა 53 წუთში გაანადგურა გერმანელი ალექსანდრ ზვერევი - 6:1, 6:3.

35 წლის შვეიცარიელმა ოთხი ეისი ჩააწოდა და ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. ზვერევს მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა.

ეს არის ფედერერის მეოთზე ტიტული მიმდინარე სეზონში. მანამდე მან მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, ინდიან უელსისა და მაიამის "მასტერსები". როჯერმა ჰალეს ტურნირზე მეცხრედ გაიმარჯვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უმაგრესი და უკეტილსჰობილესი როდგერი
madonna
09:43 26-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული