ვიქტორია აზარენკას აგვისტოში ველოდებით

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ვიქტორია აზარენკა ამერიკის ღია პირველობისთვის გეგმავს კორტზე დაბრუნებას.

Tennis Channel-მა გამოაქვეყნა აზარენკას ვიდეო, რომელშიც ბელარუსმა ჩოგბურთელმა ილაპარაკა თავის ფიზიკურ მდგომარეობაზე და იდეებზე, რომელთა რეალიზებასაც აპირებს მშობიარობის შემდეგ.

"მომენატრნენ ჩემი გულშემატკივრები და ძალიან მინდა მათთან კორტზე შეხვედრა. მეც და ბავშვიც თავს კარგად ვგრძნობთ, ყველაფერი შესანიშნავადაა.

მელბურნის ტურნირამდე ჩოგბურთს თვალს არ ვადევნებდი, მაგრამ ავსტრალიის ღია პირველობის მატჩებს ხშირად ვუყურებ. მთლიანად ვნახე ჯოკოვიჩის და ისტომინის შეხვედრა. მეგონა, რომ ჯოკოვიჩი გადაარჩენდა თამაშს, მაგრამ დენისი ძალიან კარგი იყო და დაიმსახურა ეს
გამარჯვება.

უკვე მინდა კორტზე დაბრუნება, მაგრამ ჯერჯერობით ვეგუები ამ სიტუაციას. იმედია, ზაფხულისთვის დავბრუნდები და მზად ვიქნები აშშ-ის ღია პირველობისთვის. ამასთან, მზად უნდა ვიყო როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად", - განაცხადა აზარენკამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული