ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის სტარტზევე დამარცხდა

AutoSharing Option
დღეს, 17 იანვარს, 04:00 საათზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის სტარტზე გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერთან დამარცხდა.

ბასილაშვილისა და კოლშრაიბერის შეხვედრა 2 საათი და 34 წუთი გაგრძელდა. საბოლოოდ საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ოთხ სეტში, ანგარიშით 4:6, 6:3, 6:7, 4:6 დამარცხდა.

აქვე გეტყვით, რომ გერმანელი ჩოგბურთელი რეიტინგში 33-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო ბასილაშვილი 92-ე პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული