"აუ, პენალტებს რა გაუძლებს" - როგორ ქომაგობდა ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს ნაკრებს [PHOTOS]

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ნეაპოლიდან საკმაოდ აქტიურად ქომაგობდა და ემოციებს სოციალურ ქსელში გვიზიარებდა.

მან პენალტების სერიამდე Instagram-ზე სთორი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა: "აუ, თერთმეტმეტრიანებს რა გაუძლებს".

Sportall.Ge

ჩვენთვის ყველაფერი საბედნიეროდ დასრულებისა და ევრო 2024-ზე გასვლის შემდეგ ნიკოლოზმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ:

"ვულოცავ მთელ საქართველოს და ჩვენს ბიჭებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ უდიდესი წარმატებისთვის". 

Sportall.Ge

შეხსენებისთვის, საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთთან ძირითად და დამატებით დროში 0:0 ითამაშა, პენალტებში 4:2 იმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში
პირველად მოიპოვა.

ინფორმაციისთვის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბასილაშვილი ნეაპოლში იმყოფება, სადაც დღეს ჩელენჯერის ტურნირზე უნდა ჩაებას. მისი მეტოქე ტუნისელი აზიზ დუგაზი იქნება და მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზეა ჩანიშნული. იმედია, შეხვედრის შემდეგ მისალოცად საქმე ნიკოლოზსაც ექნება, რომელმაც ასევე თავისი წარმატებით ქართველი ერი ბევრჯერ გაახარა.

შენიშვნა: ფოტოები აღებულია ჩოგბურთი - Tennis Facebook გვერდიდან
მკითხველის კომენტარები / 6 /
როგორც იქნა რაღაც დაწერა საქართველოზე!!თორემ, მეგონა ქართულად წერა და მეტყველება არ იცოდა!!
კორკოტა
14:58 27-03-2024
31
წმინდა ნიკოლოზი გეწეოდეს ნიკოლოზ დაგებრუნებიოს ძველი ფორმა და გაგეხარებიოს თითვეული ქართველის გულებიი
Nikoloz
14:48 27-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული