საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს კაპიტანი ზურაბ რურუა შეუერთდება

AutoSharing Option
რუმინეთში წყალბურთელ ვაჟთა ეროვნულ ჩემპიონატში ოთხი ტურის შემდეგ 8-8 ქულით ბუქარესტის "სტიაუა" და საქართველს წყალბურთელ ვაჟთა ეროვნული გუნდის კაპიტნის - ზურაბ რურუას "სპორტული სტუდენტსკა" (ბრაშოვი) დაწინაურდნენ.

მე-5 ტურში ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მატჩი კარპატელთა დედაქალაქში გაიმართა. ბრაშოველთა დიდი მცდელობის მიუხედავად, დაძაბულ პაექრობაში "სტიაუამ" 12:8 (3:2, 3:0, 2:1, 4:5) გაიმარჯვა.

ზურაბ რურუა საკუთარ გუნდს ერთი გოლით შეეწია. 8 ნოემბერს იგი ბუდაპეშტს მიაშურებს და საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომელიც უნგრეთში მსოფლიო ლიგის პირველი ტურისთვის ემზადება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული