რუსეთის პირველი ტიტული

AutoSharing Option
დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამოვლინდა ევროპის ახალი ჩემპიონი მამაკაცებს შორის. თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გაიმარჯვა კონტინენტის პირველობაზე რუსეთის ნაკრებმა.

გამართულ ფინალში რუსებმა იტალიის ნაკრები დაამარცხეს - 3:1 (25:20, 25:22, 22:25, 25:17). როგორც გითხარით, ეს ამ გუნდის პირველი გამარჯვებაა ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა მანამდე კონტინენტის საუკეთესო გუნდი არაერთხელ გამხდარა სსრკ-ის ნაკრები - ბოლოს ეს 1991 წელს მოხდა.

აქამდე რუსეთის ნაკრების საუკეთესო შედეგი იყო მეორე ადგილი - 1999, 2005 და 2007 წლებში.

მესამე ადგილისთვის მატჩში სერბეთის ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა - 3:0 (25:22, 32:30, 27:25).
ევროპის საუკეთესო ოთხმა გუნდმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული