ავტოსპორტი: უმცროსი შუმი იწყებს

AutoSharing Option
დაახლოებით ასამდე ჟურნალისტი აშუქებდა გუშინ გერმანული ფორმულა 4-ის ტესტებს, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის ვაჟი - მიკ შუმახერი.

შეგახსენებთ, რომ მარტის შუაში სადებიუტო ტესტი "ლაუზიცრინგზე" მიკმა ტრასიდან გადავარდნით დაასრულა: საათში 160 კილომეტრით მოძრაობისას, მან მანქანაზე კონტროლი დაკარგა და უსაფრთხოების ზონაში აღმოჩნდა. ამჯერად, წინასასეზონო ტესტები ოშერსლებენში იმართება და სწორედ აქ ჩატარდება 25 აპრილს სეზონის სასტარტო რბოლა.

16 წლის პილოტის მიმართ გადამეტებული ყურადღება მხოლოდ იმით არ არის გამოწვეული, ის ფორმულა 1-ის ლეგენდის შვილია. ასევე, ეს ინტერესი უკავშირდება იმ ფაქტს,
რომ უკვე დიდი ხანია არაფერი ისმის უფროსი შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მიკ შუმახერი საჯინიბო Van Amersfoort-ის ღირსებას იცავს და ამ გუნდში მისი პარტნიორია ჰარისონ ნიუი - "რედ ბულის" ლეგენდარული კონსტრუქტორის, ედრიან ნიუის ვაჟი.

ახალგაზრდა ბრიტანელმა გასულ უქმეებზე უკვე ჩაატარა ეტაპი ბრიტანეთის "ფორმულა 4"-ში და ერთ-ერთ რბოლაში მეორე ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული