მიკი შუმახერი არ აჩქარდება

AutoSharing Option
ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟმა მიკ შუმახერმა განაცხადა, რომ არ ჩქარობს გახდეს ფორმულა 1-ის მომდევნო ყველაზე ახალგაზრდა პილოტი.

უმცროსი შუმახერი არ აპირებს მიბაძოს მაქს ფერსტაპენსა და ლენს ტროლს, რომლებიც ძალიან ადრეულ ასაკში მივიდნენ "სამეფო რბოლებში". ამ მომენტისთვის, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ვაჟი ევროპულ ფორმულა 3-ში გამოდის.

"სულ ახლახანს მოვედი ფორმულა 3-ში. აქ სულ რაღაც ორი სარბოლო უქმეები მქონდა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევს წინ", - განაცხადა გერმანელმა ტელეკომპანია ARD-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მიკ შუმახერმა ასევე ილაპარაკა იმის შესახებ, რომ კომფორტულად გრძნობს თავს ფორმულა 3-ის ჩემპიონატში, რომელშიც
დიდი კონკურენციაა. "არ მაქვს სერიოზული პრობლემა. ავტომობილი ძალიან სწრაფია. ვფიქრობ, ისეთ სიჩქარეებთან გვაქვს საქმე, როგორიც DTM-ის სერიაშია. ეს ყველაფერი ძალიან მამხიარულებს", - თქვა უმცროსმა შუმახერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული