ჩემპიონის ვინაობას გერმანიაში გავიგებთ?

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის დებიუტანტი გუნდის - "ფოლკსვაგენის" პილოტი სებასტიან ოჟიე, შესაძლოა, უახლოეს უქმეებზე - გერმანიის გრანპრიზე გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი.

ამ მომენტისთვის ოჟიეს ანგარიშზე 181 ქულაა და ის უახლოეს კონკურენტებს - ფინელ იარი-მატი ლატვალასა და ბელგიელ ტიერი ნოივილს 90 ქულით უსწრებს. თუ გერმანიაში ფრანგი თავის უპირატესობას კიდევ 22 ქულით გაზრდის, სხვაობა 112 ქულა გახდება და ეს გარანტირებულ ტიტულს ნიშნავს.

თავად ოჟიეს არ აქვს იმის ილუზია, რომ მისი ჩემპიონობა სწორედ გერმანიაში შედგება.

"ვიცი, რომ გერმანიაში ტიტულის მოგების პირველი შანსი მექნება, არადა, ეს მხოლოდ
თეორიული შესაძლებლობაა. ყველაზე მნიშვნელოვანია - ტიტული მოვიპოვოთ და არ აქვს მნიშვნელობა, სად მოხდება ეს - ავსტრალიაში, საფრანგეთში თუ რომელიმე სხვა დარჩენილ ეტაპზე. მე ძალიან მოხარული ვიქნები"
, - ამბობს ოჟიე მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდზე.

აღვნიშნავთ, რომ თუ ოჟიე გერმანიაში გაინაღდებს ტიტულს, ეს მოხდება უფრო ადრე, ვიდრე ლეგენდარული სებასტიან ლოები ახერხებდა თავის ცხრავე ტიტულის მოგებას. ლოების საუკეთესო შედეგია ჩემპიონატის ფინიშამდე სამი ეტაპით ადრე გაჩემპიონება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სებასტიან ლოების ცხრა ტიტული
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული