რობერტ კუბიცა "სიტროენში" მიიწვიეს

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტს რობერტ კუბიცას მომავალი სეზონისთვის სერიოზული პერსპექტივები გაუჩნდა - ის შეიძლება "სიტროენის" რალის გუნდის ძირითადი წევრი გახდეს. ამის შესახებ ფრანგული გუნდის ხელმძღვანელმა ივ მატონმა გამოაცხადა.

"დღეს რობერტი იბრძვის WRC2-ის ტიტულისთვის და ეს მისთვის უპირველესი პრიორიტეტია, მაგრამ, თუ ის ვადაზე ადრე მოიპოვებს ჩემპიონობას, რატომ არ უნდა ავიყვანოთ ის ძირითად გუნდში უკვე ამ სეზონში?! ჯერჯერობით ამაზე მასთან არ გვილაპარაკია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.

გარდა ამისა, ბუნებრივია, რომ ის ერთ-ერთი კანდიდატია მომავალი სეზონისთვის "სიტროენის" ძირითად გუნდში მოსახვედრად. გერმანიის რალის შემდეგ ვიფიქრებთ,
როგორ გავანაწილოთ ჩვენი პილოტები.

მაგრამ, თუ რობერტი გააგრძელებს წლევანდელ ტემპში გამოსვლას, ჩვენ მოვნახავთ შესაძლებლობას იმისთვის, რომ პოლონელმა უკვე ამ სეზონში სცადოს ძალები ჩვენი მანქანის საჭესთან"
, - განაცხადა ივ მატონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რობერტ კუბიცას ბრწყინვალე დაბრუნება... და ავარია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული