ფოტო-NEWS: სენას კარტი გაიყიდა

AutoSharing Option
პარიზის აუქციონზე გაიყიდა სარბოლო კარტი, რომლითაც ლეგენდარულმა ბრაზილიელმა აირტონ სენამ თავის ბოლო საკარტინგო რბოლაში მიიღო მონაწილეობა. ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპი, რომელიც პარმაში იმართებოდა.

ლოტის საწყისი ფასი 25 ათასი ევრო იყო და ის 57.5 ათასად გაიყიდა.

DAP BH 33 სენას მოთხოვნების მიხედვით იყო შექმნილი. დღეს მასზე დამონტაჟებულია ძრავა, რომელიც 1981 წელს გამოყენებული ძალისმიერი აგრეგატის ანალოგიურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული