სოჭში სპორტსმენების სასტუმროში ვეებერთელა მგლები დაძრწიან?! [VIDEO]

AutoSharing Option
სოჭის ოლიმპიადის მონაწილე ამერიკელმა მოციგავე კეიტ ჰანსენმა ვიდეორგოლი Epic Sochi Fail გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ დასეირნობს მგელი ოლიმპიური სოფლის სასტუმროში, სადაც სპორტსმენები არიან დაბინავებულნი.

ვიდეორგოლში, რომლის ბმული გოგონამ თავისი "თვითერის" მიკრობლოგში დადო, ისე ჩანს, თითქოს ის ნომრის კარს ამოფარებული უთვალთვალებს და უღებს კორიდორში მოსეირნე ვეებერთელა მგელს.

თუმცა, USA Today იუწყება, რომ ჰანსენის ვიდეო ნამდვილი არაა და ის ყალბი ვირუსული ვიდეორგოლების შემქმნელმა და გამავრცელებელმა, ვინმე ჯიმი კიმელმა დაამზადა. კიმელმა სოჭის სასტუმროს ფოტოსურათები ჰანსენისგან მიიღო, ყალბი კლიპი კი თავის სტუდიაში დაამონტაჟა.
იხილეთ
ვიდეო

Sportall.Ge

ცნობისთვის, კეიტ ჰანსენმა სოჭის ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მეათე ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
"ფეიკია" - ამაზე უკვე დაწერეს ამერიკაში - მგელი არა სპილო !!!
დავით
20:16 22-02-2014
0
მგელი შესულა სასტუმროში და უთხოვია ჟურნალისტვისთვის სურათის გადაღება თან სოჩაში სადაც 8 წელი ვიცხოვრე და მგელი საერთოდ არ მინახავს.სასტუმროში ხო საერთოდ გამორიცხულია. დდდ გერმანიაში საერთოდ ამოჟლიტენ ისრაელის დელეგაცია და მაშვინ რას დაწერდენ დღევანდელი ვაი ჟურნალისტები.
qutaiseli
19:42 22-02-2014
0

სიახლეები პოპულარული