სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ

AutoSharing Option
სოჭის ოლიმპიადაზე შვედეთის ჰოკეის ნაკრების წევრის, ნიკლას ბექსტრიომის B სინჯმაც დადებითი შედეგი აჩვენა ფსევდოეფედრინზე. "ვაშინგტონ კეპიტალზის" ფორვარდს ჩამოართმევენ ოლიმპიადის ვერცხლის მედალს. შეგახსენებთ, რომ დადებითი A სინჯის გამო ბექსტრიომმა მონაწილეობა ვერ მიიღო კანადასთან ფინალურ მატჩში.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ჰოკეისტმა მაშინ დაარღვია ანტისადოპინგო წესები, როცა ალერგიის საწინააღმდეგო წამალი მიიღო. ეს პრეპარატი შეიცავდა ფსევდოეფედრინს, რომელიც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ აკრძალული პრეპარატების სიაში შედის.

ჰოკეისტის მიმართ სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მიიღებენ. ვარაუდობენ, რომ ბექსტრიომს ჩამოართმევენ თამაშების ვერცხლის მედალს.

ბექსტრიომმა კიდევ ერთხელ
აუხსნა ჟურნალისტებს, როგორ მოხვდა მის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი. "მე უკვე შვიდი წელია ალერგია მაწუხებს. პრობლემები ვაშინგტონში გადმოსვლის შემდეგ დაიწყო. ყველა ადამიანმა, ვინც აქ ცხოვრობს, იცის, რამდენად მძიმეა ეს ყველაფერი. ვარ თუ არა დამნაშავე? მე, უბრალოდ, ექიმის მითითებებს ვასრულებდი.

მივიღებ თუ არა ვერცხლის მედალს, ეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ჯერ ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ შვედეთის ფედერაციასთან",
- განაცხადა ბექსტრიომმა. მისი სიტყვებით, მან მიიღო პრეპარატი "ზირტეკი", რომელიც სწორედ ფსევდოეფედრინს შეიცავს.

"ოლიმპიადის ფინალი - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია კარიერაში. და მასში მონაწილეობა არ მიიღო ისეთი პრეპარატის გამო, როგორიცაა "ზირტეკი"?! ეს დიდი სისულელეა! ჰოკეისტი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მუშაობს ამ მომენტისთვის და როცა მთავარი მატჩი ახლოვდება, საქმეში ერევა პოლიტიკა და ყველაფერს აფუჭებს. ეს გაუმართლებელია",
- მხარი დაუჭირა შვედს "ვაშინგტონში" მისმა პარტნიორმა მარტინ ერატმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული