ნიკლას ბექსტრიომს მედალს ართმევენ

AutoSharing Option
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს მეშვეობით ცდილობს გააუქმოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილება, რომლითაც, თავის დროზე, გაამართლეს შვედეთის ნაკრების ფორვარდი ნიკლას ბექსტრიომი.

დადებითი დოპინგ-სინჯის გამო 26 წლის ჰოკეისტმა ვერ ითამაშა სოჭის ოლიმპიადის ფინალში კანადის ნაკრების წინააღმდეგ. ფორვარდმა დაარღვია ანტისადოპინგო წესები, როცა ალერგიის საწინააღმდეგო წამალი მიიღო. ის ფსევდოეფედრინს შეიცავდა, რომელიც ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ შედგენილი აკრძალული პრეპარატების სიაში შედის.

მოგვიანებით, B სინჯმაც დადებითი შედეგი აჩვენა, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სადისციპლინო კომისიამ დაადგინა, რომ ბექსტრიომს შეგნებულად არ მიუღია დოპინგი.
ჰოკეისტმა პრეპარატი გუნდის ექიმის დანიშნულებით გამოიყენა, რომელსაც ეგონა, რომ წამალი არ შეიცავდა აკრძალულ კომპონენტებს. ამის გამო გადაწყდა ბექსტრიომისთვის ვერცხლის მედლის გადაცემა. ჯილდო ჰოკეისტმა აგვისტოში მიიღო. სწორედ ამ მედლის ჩამორთმევას ითხოვს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული