თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგაზე "ვასპო ჰანოვერი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 1-ელ მარტს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-9 ტურში, თბილისის "დინამო" "ვასპო ჰანოვერს" ესტუმრა და 10:8 დაამარცხა.

თბილისელთაგან სტეფანო პიეშივაცმა და ბესო ახვლედიანმა 3 გოლის გატანა მოახერხეს, საბა ტყეშელაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო-თითო გოლი კი მაქსიმ მალიშაუმ და გიორგი მაგრაქველიძემ გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქელებმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვეს. დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი მომდევნო შეხვედრას 22 მარტს "რადნიცკის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
იქნებ გათამაშების ცხრილი მაინც ჩაგეგდოთ ყოველი შემთხვევისთვის.
გურჯი
12:38 03-03-2023
0
იქნებ გათამაშების ცხრილი მაინც ჩაგეგდოთ ყოველი შემთხვევისთვის.
გურჯი
12:37 03-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული