ზანთარაია ბუნკერში ცხოვრობს - "არსად წავალ, სანამ ყველაფერი არ დასრულდება"

AutoSharing Option
ევროპის ძიუდოს კავშირის გვერდზე (eju) 34 წლის ძიუდოისტ გიორგი ზანთარაიას კომენტარი გამოქვეყნდა, რომლის მეუღლე და შვილები პოლონეთში გადავიდნენ, თავად სპორტსმენი კი კიევში, ბუნკერში ცხოვრობს:

"დაახლოებით ერთი თვის წინ ყველაფერი ჩვეულებრივად ჩანდა. უფროსები სამსახურებში დადიოდნენ, ბავშვები - სკოლაში ან პარკებში თამაშობდნენ, ძიუდოისტები დარბაზებში ვარჯიშობდნენ. ახლა ისე აღარ არის. უკრაინას, როგორც არასდროს, ისე სჭირდებით.

არსად წავალ, სანამ ყველაფერი არ დასრულდება. ყველა შეიარაღებულია. ვიცავთ ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას. არაფერი გვინდა, მშვიდობის გარდა. ეს ჩვენი სახლია და უმეტესობას წასასვლელი არსად გვაქვს. მსურს მთელ სპორტულ
საზოგადოებას მოვუწოდო, გთხოვთ, დაგვეხმარეთ. ძალიან გვჭირდება თქვენი თანადგომა!"

გიორგი ზანთარაია ტიტულოვანი სპორტსმენია, რომელიც გალში დაიბადა. ის უკრაინის სახელით მსოფლიო ჩემპიონია, ევროპის საუკეთესო კი სამჯერ გახდა.

alt"3 პატარა ანგელოზი მამის გარეშე დარჩა..." - უკრაინის ნაკრების ყოფილი კაპიტანი გარდაიცვალა

altვიტალი კლიჩკო მზადაა უკრაინისთვის თავი გაწიროს, ზუსტად ისე როგორც მისმა მამამ ჩერნობილის ტრაგედიისას...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული