რუსებს კრივში შეზღუდვები მოუხსნეს, კლიჩკო გაბრაზებულია - დაბადების დღის "საჩუქარი" პუტინს?

AutoSharing Option
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ვლადიმირ პუტინის ქვეყანა (ბელარუსთან ერთად) სპორტში მკაცრად დაისაჯა, მონაწილეობას, ფაქტობრივად, ვერსად ახერხებს. თუმცა კრივის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა, ისინი ტურნირებზე დაუშვან, სახელმწიფო დროშითა და ჰიმნით.

"IBA პოლიტიკურად ნეიტრალური და დამოუკიდებელია. ამავდროულად, ნებისმიერ კონფლიქტში მშვიდობისმყოფელად რჩება. ორგანიზაცია ვალდებულია, სპორტსმენებსა და ოფიციალურ პირებს ერთნაირი პირობები შეუქმნას, მიუხედავად მათი ეროვნებისა" - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ამ გადაწყვეტილებას უკრაინის კრივის ფედერაციამ სამარცხვინო უწოდა. მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, უკრაინელმა ვლადიმირ კლიჩკომ თქვა:

"კრივის საერთაშორისო ფედერაციამ (IBA) ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები უგულებელყო და მთელი მსოფლიოს წინაშე თავი
დასაცინი გაიხადა. კრივი უკეთესს იმსახურებს."

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი უკრაინელი ირონიულად წერს, რომ ამით ვლადიმირ პუტინს დაბადების დღის (7 ოქტომბერს აქვს) საჩუქარი გაუკეთეს.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა და უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

altუსიკმა ძმები კლიჩკოების რეაქციაზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა უკრაინის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩაგვიგდრ მაგათი ინსტაგრამ ან რამე სოც ქსელი უნდა აგინოს ყველამ და დირექტორის სახელკც მინდა რო დედა გავახსენო.
არა რუსეთს
17:55 07-10-2022
0
სამარცხვინო საქციელია. ჯერ ომიც კი არ დამთავრებულა და უკვე მოუხსნეს შეზღუდვა. რატომ დაუწესეს შეზღუდვა საერთოდ თუ იციან მაგ ფედერაციაში? დაცინვაა პირველი რიგში თვით მაგ ფედერაციის და მერე ხალხის.
G.LA.
12:31 07-10-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული