"მთიელები" მწვერვალზე - ზე რაგბის გათამაშება "ჰაილენდერზის" გამარჯვებით დასრულდა

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშება დანიდინის "ჰაილენდერზის" გამარჯვებით დასრულდა. "მთიელებმა" ფინალში ახალი ზელანდიის დედაქალაქის, ველინგთონის "ჰარიკენზი" 21:14 დაამარცხა.

"ჰაილენდერზის" ასეთი პროგრესი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცოტა მოულოდნელია. ჯერ კიდევ 2011 წელს, მსოფლიოს თასის გათამაშებისას, დანიდინის "ოტაგო სთედიუმზე" ინგლისის ნაკრებთან მატჩის შემდეგ, ოტაგოს რეგიონის რაგბის კავშირის პრეზიდენტი მამუკა გორგოძეს სთხოვდა, დარჩი და "ჰაილენდერზის" გაძლიერებაში დაგვეხმარეო.

მაშინ "ჰაილენდერზი" ტურნირის ერთ-ერთი "მაჩანჩალა" იყო. მას შემდეგ თითქმის ოთხი წელიწადი გავიდა და აგერ, ზე რაგბის გათამაშების ტრიუმფატორი შეიქნა.

დანიდინელები ანგარიშში თავიდანვე დაწინაურდნენ და მეტოქისთვის დაწინაურებისა და მატჩის
გადარჩენის შანსი არ მიუციათ. მეტოქეს თითო ლელო მესამეხაზელმა ელიოტ დიქსონმა და ვაისაკე ნაჰოლომ გაუტანეს. ორი საჯარიმო და ერთი გარდასახვა ლიმა სოპოაგამ მიითვალა, ერთი არეკნი კი შეცვლაზე შესული მარტი ბენქსის ანგარიშზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული