ახალი ზელანდია VS საფრანგეთი - ისტორია სპირალურად ვითარდება?

AutoSharing Option
17 ოქტომბერს, მსოფლიოს თასის მეოთხედფინალში ერთმანეთს წინა პირველობის გამარჯვებული და ფინალისტი, ახალი ზელანდიის და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩი კარდიფში, "მილენიუმზე" თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას პირველი არხი წარმოადგენს.

* * *
საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების დაპირისპირება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამოუცნობია. წინასწარ ვერავინ იტყვის ვინ იქნება ამ გუნდებს შორის გამარჯვებული.

საფრანგეთის ნაკრები, რაც უნდა ცუდ ფორმაში იყოს, "ოლ ბლექსისთვის" მუდამ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ახალზელანდიელები, ცნობილი ფაქტია, რომ ცუდ ფორმაში არასდროს არიან და, თუ ვინმეს მათთვის ვებ
ელისის თასისკენ მიმავალი გზა ყველაზე მეტად გადაუჭრია, ეს "ლე ბლოა".

თავად განსაჯეთ, თუნდაც ოთხი წლის წინათ, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებმა ჯგუფურ ეტაპზე ტონგასთან წააგეს და პლეი ოფში რის ვაი-ვაგლახით გააღწიეს, მაინც ფინალში გავიდნენ და იქ მსაჯის აშკარა დახმარება გახდა საჭირო, რომ "ოლ ბლექსს" შინაურ კედლებში მინიმალური სხვაობით მოეგო - 8:7.

იქამდე, კი "ლე ბლომ" საჩემპიონოდ გამზადებული ახალზელანდიელები ორჯერ ნახევარფინალიდან დატოვა უსაქმოდ. ამჯერადაც, სპეციალისტების უმრავლესობა და ქომაგთა განწყობაც ისეთია, რომ პირველობას "ოლ ბლექსს" უქადიან. სინამდვილეში, არავინ იცის, რა მოხდება მეოთხედფინალში. თუ ახალზელანდიელებმა ფრანგული ბარიერი დასძლიეს, ალბათ, მერე წინ ვეღარავინ დაუდგებათ.

არადა, საფრანგეთის გუნდი სულაც არ არის საუკეთესო ფორმაში. მეტიც, ასე სუსტად მოთამაშე "ლე ბლო" აქამდე არავის უნახავს, არადა მორაგბეების სახელებისა და გვარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი უნდა იყოს.

ფრანგთა მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ სენტ-ანდრემ საბრძოლო რაზმი დაასახელა, სადაც მგეზავი ისევ ვეტერანი ფრედერიკ მიშალაკი იქნება. შუამარბი მატიო ბასტარო კი სათადარიგოთა სკამზე გაამწესა.

ახალი ზელანდიის ნაკრებში ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა გუნდის კაპიტანი და ლიდერი რიჩი მაქოა. შუამარბი სონი ბილ ვილიამსი კი ისევ თადარიგშია.

ახალი ზელანდია-საფრანგეთი
ახალი ზელანდია: 15. ბენ სმითი, 14. ნეჰე მილნერ-სკუდერი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. დანიელ კარტერი, 9. აარონ სმითი. 1. ვაით კროკეტი, 2. დენ კოლი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სემ ვაითლოქი, 6. ჯერომ კაიონო, 7. რიჩია მაქოა, 8. კირან რიდი.
16. კევინ მეალამუ, 17. ჯო მუდი, 18. ჩარლი ფაუმუნია, 19. ვიქტორ ვიტო, 20. სემ კენი, 21. ტავერა კერ-ბარლოუ, 22. ბოდენ ბარეტი, 23. სონი ბილ ვილიამსი.
საფრანგეთი: 15. სკოტ სპედინგი, 14. ნოა ნაკატაჩი, 13. ალექსანდრე დუმულენი, 12. ვესლი ფოფანა, 11. ბრაის დულინი, 10. ფრედერიკ მიშალაკი, 9. მორგან პარა. 1. ედი ბენ არუსი, 2. ჟილემ ჟირადო, 3. რაბა სლიმანი, 4. პასკალ პაპე, 5. იოან მაესტრი, 6. ტიერი დუსოტუარი, 7. ბერნარდ ლე რუ, 8. ლუი პიკამოლი.
16. დიმიტრი სჟარჟევსკი, 17. ვინსენ დებატი, 18. ნიკოლა მასი, 19. დამიენ შული, 20. იანიკ ნიანგა, 21. რორი კოქოთი, 22. რემი ტალესი, 23. მატიო ბასტარო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული