"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან

AutoSharing Option
ინგლისური "გარდიანი" იაპონიის მორაგბეთა ნაკრების აწ უკვე ყოფილ თავკაც ედი ჯონსზე აქვეყნებს სტატიას. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასზე დიდი სენსაციის მომხდენი (იაპონიამ სამხრეთ აფრიკას მოუგო ჯგუფში) გუნდის ავსტრალიელი თავკაცი დღე-დღეზე ინგლისის ნაკრებში შეუდგება მუშაობას.

ჯონსი ამჟამად ლოს ანჯელესშია, სადაც 10, ეგრეთ წოდებული მეორე დონის სარაგბო ქვეყნის უახლოესი მომავლის ბედი წყდება მსოფლიო რაგბის ეგიდით მიმდინარე ღონისძიებაზე. ავსტრალიელი სპეციალისტი იქ მეორე დონის ქვეყნებს ლობირებს კარგი ტესტების მოსაპოვებლად.

"გარდიანთან" ისაუბრა მსოფლიოს რაგბის ორგანიზაციის საშეჯიბრებო შეფმა მარკ იგანმა, რომელმაც ერთი ჩვენთვის საინტერესო ფრაზაც თქვა:

"მეორე
დონის ქვეყნების ბევრმა წარმომადგენელმა მითხრა, რომ იაპონელთა მოგებამ სამხრეთ აფრიკაზე დიდი სტიმული მისცა მათ გუნდებს. ახლა მათ იციან, რომ რაგბიშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ისინი უკვე შემტევ თამაშს გვიჩვენებენ. დაცვაში ჩაკეტვა და რაც შეიძლება ნაკლები ანგარიშით წაგება მეორე დონის ქვეყნებისთვის უკვე წარსულია და ეს გვახარებს".

"ბოლო მსოფლიოს თასი ყველაზე წარმატებული იყო, 30%-ით მეტი ლელო გავიდა და I და II დონის ქვეყნების თამაშებში სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდა".

"ჩვენი მიზანია, რომ 2019 წლის მსოფლიო თასზე ორი მეოთხედფინალისტი ვიხილოთ მეორე დონის გუნდებიდან".

"მეორე დონის გუნდებისთვის კარგი ტესტები უნდა მომრავლდეს. მალე აშშ-ს ბრწყინვალე ტესტები ელის. ასევე, დაგეგმილია ირლანდიისა და შოტლანდიის ტური საქართველოსა და იაპონიაში".

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა, როდესაც მსოფლიო რაგბის ოფიციალური პირი ასეთ განცხადებას აკეთებს, იმედისმომცემია.

შეგახსენებთ, რომ ამას წინათ უელსელთა თავკაცმა უორენ გეტლანდმა გაამხილა, რომ მისი გუნდი მზადაა, ტესტმატჩში "მილენიუმზე" უმასპინძლოს საქართველოს ნაკრებს.


ეს კი უკვე სამი კარგი ტესტია "ბორჯღალოსნებისთვის" - სტუმრად უელსთან და შინ ირლანდიასა და შოტლანდიასთან.
მკითხველის კომენტარები / 8 /
Mivesalmebi...
lasha
04:44 29-11-2015
0
ჰო გარდიანში არის ნახსენები, მარა მსოფლიო რაგბის სტატია უფრო სანდოა ჩემთვის. ნიჟარაძის ჩAმოსვლას უნდა დაველოდოთ (ქომაგებთან შეხვედრაზე თქვა რო შოტლანდიას მხოლოდ გასვლაზე თU ვეთამაშებითო). იმედია მართლა მასე იქნება როგორც გარდიანში
giga
15:36 25-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული