საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები დუბაის ტურნირში იასპარეზებს

AutoSharing Option
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები მომავალ უქმეებზე დუბაიში გასამართ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აქ შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს სერიის პარალელურად ტარდება.

ჩვენი ნაკრები ამ შეჯიბრებაში, ძირითადად, ახალგაზრდა მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. გუნდის თითქმის ნახევარი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრები არიან, რომლებმაც ახლახან ევროპის ჩემპიონატი მოიგეს და მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

"შვიდკაცა ბორჯღალოსნები" E ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქე, მოსკოვის რეგიონისა და ბელგიის ნაკრებებთან ერთად, კანადური "ლაინჰართ სევენსი" იქნება. გუნდის მწვრთნელები არიან კახა ალანია და პალიკო ჯიმშელაძე.

საქართველოს ნაკრები
მურაზ გიორგაძე, დაჩი კოპაძე, შავლეგ
მახარაშვილი, გიორგი აფციაური, დიმიტრი კალანდაძე, საბა შუბითიძე, გიორგი კალმახელიძე, რეზო ჯინჭველაშვილი, ზურაბ ძნელაძე, გიორგი ფრუიძე, ბადრი დანგაძე, ბახვა კობახიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული