ინგლისის ნაკრების კარზე ისევ რიგია

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, უეინ სმიტმა ინგლისის ეროვნული გუნდის თავკაცობის სურვილი გამოთქვა.

სმიტი "ოლ ბლექსის" ყოფილი თავკაცის გრემ ჰენრის სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო, როცა ამ გუნდმა ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათმაშება მოიგო.

არჩევნები ინგლისის ნაკრების მწვრთნელობაზე ერთი კვირის თავზე დასრულდება. ინგლისის რაგბის კავშირი საბოლოო სიიდან შეეცდება ოპტიმალური არჩევანი გააკეთოს.

ყველაზე რეალურ კანდიდატად ინგლისის ნაკრების ამჟამინდელი დროებითი მწვრთნელი სტიუარტ ლანკასტერი მიიჩნევა, რომელმაც განაცხადი თვის დასაწყისში შეიტანა. მისი ხელმძღვანელობით "პომებმა" უკვე შეძლეს ორი გამარჯვების მოპოვება შოტლანდიისა და იტალიის ნაკრებებთან ექვსი
ერის გათმაშების მატჩებში. ლანკასტერის უმთავრეს კონკურენტად იტალიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ნიკ მალეტი მიიჩნევა.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელობა სურთ იაპონიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, ახალზელანდიელ ჯონ ქირვანს, ირლანდიის ეროვნული გუნდის ყოფილ თავკაც ედი ოსალივანს და "ნორსჰემპთონის" დამრიგებელს ნიკ მალინდერს.

საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს "კლერმონის" თავკაცმა, ახალზელანდიელმა ვერნ კოტერმა, სერ კლაივ ვუდვორდმა, დენ რაიანმა და გრემ ჰენრიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული