მამუკა გორგოძე შესაძლოა თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ლიდერი, მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, შესაძლოა, ისევ "მონპელიეს" დაუბრუნდეს.

ახლახან სარაგბო კლუბის, "ტულონის" ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ "მონპელიეს" ტოვებს ფლანკერი ალექს ტულუ. მონპელიელთა ლეგენდარულ სამხრეთაფრიკელ მწვრთნელს, ჯეკ ვაითს კი გუნდში მამუკა გორგოძისა და "მონპელიეს" აღზრდილის, ლუი პიკამოლის დაბრუნება სურს, რომელიც ამჟამად "ტულუზში" თამაშობს.

ცნობისთვის - ვაითი ის სპეციალისტია, რომელმაც სამხრეთ აფრიკის ნაკრებს 2007 წელს მსოფლიოს თასზე გაამარჯვებინა.

შეგახსენებთ, რომ გორგოძე "ტულონში" წლევანდელი სეზონის წინ გადავიდა "მონპელიედან" და თავის ამჟამინდელ კლუბთან კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. "მონპელიეს"
ხელმძღვანელები კონსულტაციებს აწარმოებენ იურისტებთან, რათა გორგოძის უკან დაბრუნება შეძლონ.

ამასთან ერთად, სურს თუ არა გორგოძეს "მონპელიეში" დაბრუნება, "ტულონის" ვებგვერდი არაფერს იტყობინება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული