მამუკა გორგოძემ კუნთი გაიწყვიტა და სავარაუდოდ, ნაკრებს ვერ დაეხმარება [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური პირველი დივიზიონის XVII ტურის მატჩში მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის "ტულონმა" შინ "ბაიონს" უმასპინძლა და ანგარიშით 24:17 გაიმარჯვა.

30 იანვარს გამართული შეხვედრა რამდენადაც წარმატებული გამოდგა ჩილაჩავასთვის, იმდენად უიღბლო - გორგოძისთვის. ლევანმა ლელო მიითვალა და მატჩის საუკეთესო მორაგბედაც დაასახელეს, მამუკამ კი 72-ე წუთზე რაქში ბრძოლისას ფეხი იტკინა და მოედანი ნაადრევად დატოვა.
იხილეთ ვიდეო
ლევან ჩილაჩავას ლელო
Sportall.Ge
როგორც მოგვიანებით გაირკვა, გორგოძეს ფეხის კუნთი აქვს გაწყვეტილი და სავარაუდოდ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გერმანიასთან და პორტუგალიასთან მოახლოებულ
შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" 7 თებერვალს გერმანიას ესტუმრებიან, 14 თებერვალს კი პორტუგალიას უმასპინძლებენ.

გორგოძემ და ჩილაჩავამ შეხვედრა ძირითადში დაიწყეს, მიქაუტაძე კი შეცვლაზე შემოვიდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Daexmaret ra chven kartvel loms)) miuxedet mis kutebs) es pederacias exeba)) pirclead ar mouvida tsles) chveni siamakea da unda mivxedot
Giorgi123
03:13 01-02-2015
0
მამუკა გორგოძე ღირსეული ქართველი ვაჟკაცი!
პაატა თოლორდავა
19:52 31-01-2015
0

სიახლეები პოპულარული