დაუსვი კითხვა შალვა სუთიაშვილს და მოიგე მაისური

AutoSharing Option
Sportall.ge-ს რუბრიკის, "ინტერნეტკონფერენციის" მორიგი სტუმარი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი შალვა სუთიაშვილია.

სუთიაშვილი მკითხველთა კითხვებს უპასუხებს, მათგან საუკეთესოს ავტორს კი თავად შეარჩევს და მაისურით დააჯილდოებს. კითხვების მიღება 29 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს. შალვა სუთიაშვილი მკითხველთა კითხვებს, სავარაუდოდ, 30 ივნისს უპასუხებს.

გაითვალისწინეთ: კითხვის გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია (ვინაობა, ტელეფონი ან ელ.ფოსტა), რათა გამარჯვების შემთხვევაში, რედაქციამ შეძლოს თქვენთან დაკავშირება. კითხვის დასმა აქ შეგიძლიათ – დაუსვი კითხვა შალვა სუთიაშვილს.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებს" სუთიაშვილმა 15 შეხვედრაში უკაპიტნა, სადაც 14-ში გამარჯვება მოვიპოვეთ, ერთი შეხვედრა კი
ფრედ დასრულდა. რამდენიმე დღის წინ კი მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანეთის ტურნე 2 მოგებითა და 1 ფრით დაასრულა, რითაც მსოფლიო რეიტინგში ისტორიული, მე-11 ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
6 ერის მაგივრად შეცდომით 7 ერი დამიწერია ალბათ ენამ მიყივლა ;)
beka amashukeli
01:03 29-06-2016
0
მოგეხსენებათ რაგბი როგორი პოპულარული გახდა ჩვენს ქვეყანაში ბორჯღალოსნების წარმატებული თამაშის შემდეგ,ჩემი შეკითხვაც შემდეგში მდგომარეობს თუ მოხდა და (იმედი მაქ ასეც იქნება) 7ერის კარი ჩვენთვის გაიღო,ამასთან ერთად რეალობას რო თვალი გავუსწოროთ საწყის წლებში იქნება რიგი წარუმატებლობა (ღმერთმა ქნას წაუგებლად გვებრძოლოს)ამ გამარჯვებებს შეჩვეული გულშემატკივარი წარუმატებლობის ჟამს ხომ არ აიცრუებს გულს ამ ვაჟკაცურ სპორტზე?(ჩემი დიდი სურვილია საქართველოში რაგბი ყოველთვის N 1 სპორტის სახეობა იყოს)წარმატებები ბიჭებო
beka amashukeli
00:43 29-06-2016
0

სიახლეები პოპულარული