გულშემატკივრის სვეტი
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« ივლისი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
"ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს რეიტინგში იტალიას გადაუსწრეს
17:56 29-02-2016
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში ერთი ადგილით დაწინაურდა.

"ბორჯღალოსნებმა" რეიტინგში იტალიის ნაკრებს გადაუსწრეს და ამჟამად 71.45 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფებიან.

იტალიის ნაკრები ორი საფეხურით დაქვეითდა და ამჟამად მე-14 ადგილზეა. საუკეთესო ათეულში შეაღწია შოტლანდიის ნაკრებმა და ამჟამად მე-9 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს საქართველოს ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესპანეთი ანგარიშით 38:7 დაამარცხდა და ევროპის ერთა თასის გათამაშებას 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობს.

- საქართველო-ესპანეთი 38:7 - ახალი ტაქტიკით, შეცდომებით, უპრობლემოდ [VIDEO+PHOTO]

ევროპის ერთა თასის მე-4 ტურის მატჩს "ბორჯღალოსნები" 12 თებერვალს სოჭში, რუსეთის ნაკრებთან გამართავენ.

Sportall.Ge
pele
11:37 01-03-2016
კიდევ ერთი საკითხი: მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ჩვენი რეიტინგი იყო 72,16 ქულა. ეხლა არის 71,45. ამდენი გამარჯვების მერე, როგორ მოხდა რომ რეიტინგი შეგვიმცირდა?
pele
11:22 01-03-2016
ვინმემ თუ იცის გთხოვთ მიპასუხოთ: ჯგუფში 3 მოგების მიუხედავათ რატომ არ მოგვემატა თუნდაც 0,01 ქულა? როგორ ხდება სარეიტინგო ქულების გამოთვლა?როგორც მახსოვს, ადრე (2-3 წლის წინ) ქულების დარიცხვა ხდებოდა ნებისმიერი გამარჯვების შემთხვევაში.