გულშემატკივრის სვეტი
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
პორტუგალია-საქართველო 3:29 - მოგება ქარსა და წვიმაში [VIDEO]
20:22 13-02-2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე თამაშის ხარისხს გარკვეულწილად დაღი ცუდმა კლიმატურმა პირობებმა - ძლიერმა ქარმა და წვიმამ დაასვა. მიუხედავად ამისა, "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და ბონუს ქულით გაიმარჯვეს.

ანგარიში მხოლოდ მე-20 წუთისთვის გაიხსნა, როდესაც მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო ზუსტად შეასრულა. მანამდე კი, მე-12 წუთზე მსაჯმა დავით ქუბრიაშვილი გააძევა.

მასპინძლებს გასათანაბრებლად სულ ორი წუთი დასჭირდათ - საპირისპირო მხარეს ჯარიმა ზუსტად ნუნუ სოუზა-გედეშმა შეასრულა. ეს იყო პირველი და უკანასკნელი ქულები ამ მატჩში.

პირველი ლელო "ბორჯღალოსნებმა" 31-ე წუთზე 30-მეტრიანი მოლით დადეს, რასაც კაცნაკლულმა პორტუგალიელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს. ბურთი გიორგი თხილაიშვილმა დაამიწა. კვირიკაშვილმა კი ძლიერი ქარის გამო ვერ გარდასახა - 3:8.

ტაიმის დასრულებამდე ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ მოასწრეს ლელოს დადება. ვასილ ლობჟანიძემ ხაზი გაჭრა და მერაბ კვირიკაშვილს გაატანინა. "მეკომ" თავადვე გარდასახა - 3:15.

მეორე ტაიმი პრაქტიკულად, "ბორჯღალოსნების" ლელოთი განახლდა - ჩვენი შეტევა მე-2 წუთზე ზურაბ ჟვანიამ დააგვირგვინა, "მეკომ" კი გარდასახა - 3:22.

66-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა ბონუს-ქულის მომტანი, მეოთხე ლელოც გაიტანეს, რაშიც უდიდესი წვლილი ალექსანდრე თოდუას მიუძღვის. სამი მეტოქის ჩამოტოვების შემდეგ ბურთი მერაბ შარიქაძეს გადააწოდა, რომელმაც პორტუგალიელთა ჩათვლის მოედანში დაამიწა.
კვირიკაშვილმა გარდასახა და როგორც აღმოჩნდა, საბოლოო ანგარიში დაფიქსირა - 3:29.

თამაშის ბოლო წუთებზე პორტუგალიელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

რაც შეეხება მეორე ტურში გამართულ სხვა მატჩებს, რუმინეთმა სტუმრად ესპანეთს დაძაბულ ბრძოლაში 21:18 მოუგო, რუსეთმა კი გერმანიას სძლია - 46:20. ამრიგად, "ბორჯღალოსნები", რომლებსაც მაქსიმალური - 10 ქულა აქვთ, რჩებიან ევროპის ერთა თასის სატურნირო ცხრილის სათავეში. 9-9 ქულა აქვთ რუსეთსა და რუმინეთს.

ტურნირზე მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 27 თებერვალს თბილისში, ვაკის სტადიონზე, ესპანეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

საქართველოს ნაკრები:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.
16. ზურაბ ჟვანია, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. ვახტანგ მაისურაძე, 20. ბექა გორგაძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. გიორგი აფციაური.
kote
09:52 15-02-2016
zaza da misha-ს გეტანხმებით, მართლაც ბევრი წუნი შეიმჩნეოდა, მაგრამ ერთი რამ გავიწყდებათ, როცა ასეთ შენიშვნას გამოთქვავთ ანუ გავიწყდებათ ის, რომ როცა მოწინაამღდეგე გაცილებით შენზე სუსტია, მობილიზებაც გაცილებით ნაკლებია. დარწმუნებული ვარ, მაღალი რანგის გუნდებთან, ჩვენი ბიჭები სულ სხვა მობილიზებით ითამაშებენ.
misha
22:36 14-02-2016
მეც გეთანხმებით ძალიან ბევრი ტექნიკური წუნი იყო რასაც სერიოზული ნაკრებები არ გაპატიებენ გამოსასწორებელია ეს ყველაფერი თორემ ელემენტა ტონგასა და სამუასთანაც გაგვიჭირდება მოგება აღარ ვიძახი საფრანგეთი ინგლისი უელსი და ა.შ