მილტონ ჰეიგი: იაპონიასთან მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

AutoSharing Option
ფოტოზე: მილტონ ჰეიგი

"ბორჯღალოსნების" წლის უკანასკნელ საშინაო ტესტ-მატჩამდე ერთ დღეზე ნაკლები დრო რჩება. 23 ნოემბერს, გიორგობას საქართველოს ეროვნული ნაკრები მესხის სტადიონზე იაპონიის ეროვნულ ნაკრებ გუნდს უმასპინძლებს.

შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთები მესხის სტადიონის სალაროებში ყოველდღიურად იყიდება, რომლის ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს. თამაშის პირდაპირ ტელერეპორტაჟს I არხი შემოგვთავაზებს.

ტესტამდე 24 საათით ადრე, "ბორჯღალოსნებმა" მესხის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გამართეს. მანამდე კი მესხის მინდორი იაპონელებმა დააჭაშნიკეს.

Sportall.Ge
ფოტოზე: "ბორჯღალოსნების" კაპიტნის ვარჯიში

ვარჯიშის შემდეგ, მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრნელმა,
მილტონ ჰეიგმა
შეკრებილ მედიას განუცხადა:

"იაპონისთან გამარჯვება რთული იქნება. მსოფლიოში მეცხრე ადგილზე მყოფი გუნდია, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საუკეტესო მატჩები ჩაატარა.

ამ ტესტს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან გვინდა, რომ ნოემბრის კაპანია საკუთარ კედლებში გამარჯვებით დავასრულოთ და ამ მიზნის მისაღწეად ყველაფერს გავაკეთებთ".

* * *
2014 წლის სექტემბრიდან რაგბის კავშირის მხარდამჭერებს სატელეკომუნიკაციო კომპანია "კავკასუს ონლაინი" შეუერთდა და კავშირის სპონსორი გახდა.

ვიდრე "ბორჯღალოსნები" "მიხეილ მესხზე" კაპიტნის ვარჯიშს გამართავდნენ, სტადიონის საპრესკონნფერენციო დარბაზში თანამშრომლობის მემორანდუმს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გიორგი ნიჟარაძემ და "კავკაზუს ონლაინის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა ჭიაურელმა მოაწერეს ხელი.

მეგობრობის ნიშნად ხელმოწერები მხარეებმა "ბორჯღალოსნების" კვართზეც გააკეთეს.

* * *
ბოლოს "ბორჯღალოსნები" და "ალუბლები" (იაპონიის მორაგბეთა ნაკრები) ერთმანეთს 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე, მესხის სტადიონზე შეეჭიდნენ. ის რკენა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.

აქედან გამომდინარე ძალზე მნიშვნელოვანია 23 ნომბერის ტესტ-მატჩზე სტადიონის გავსება და მხურვალე ქომაგობა.

ქართული რაგბის ყველა ქომაგს მოგიწოდებთ დროულად იზრუნოთ ბილეთების შეძენაზე, გიორგობას, 23 ნომებერს თამაშამდე ერთი საათით ადრე მობრძანდეთ მესხის სტადიონზე და ერთად ვუქომაგოთ ბორჯღალოსნებს!

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა:
1. მიხეილ ნარიაშვილი
2. შალვა მამუკაშვილი
3. დავით ქუბრიაშვილი
4. გიორგი ნემსაძე
5. ლევან დათუნაშვილი
6. გიორგი თხილაიშვილი
7. ვიტო კოლელიშვილი
8. ლაშა ლომიძე
9. ვაჟა ხუციშვილი
10. ლაშა ხმალაძე
11. სანდრო თოდუა
12. მერაბ შარიქაძე
13. დავით კაჭარავა (კაპ)
14. თამაზ მჭედლიძე
15. მერაბ კვირიკაშვილი

სათარიგოები:
16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი ჩხაიძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ბექა წიკლაური, 23. გიორგი აფციაური.

მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
თამაშის წინა დღეს კაპიტანი (და არა მწვრთნელი) ატარებს ვარჯიშს. რასაც ჩათვლის საჭიროდ, იმაზე ავარჯიშებს გუნდს. დახვეწა ხდება სხვადასხვა კომბინაციების და ა.შ. თუმცა ხშირად მაინც მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს ხოლმე
ფანატ-ს
09:56 23-11-2014
0
კაპიტნის ვარჯიში არი გუნდი რო კაპიტანს გაყავს სავარჯიშოთ და არა მწვრთნელს :))))) ალბათ
nika
00:04 23-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული