"ბორჯღალოსნებისთვის" დიდ დიღომში 30-ათასიანი სტადიონი აშენდება

AutoSharing Option
დიდ დიღომში, ოლიმპიური ცენტრის ტერიტორიაზე რაგბის სტადიონი აშენდება.

როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სტადიონი სპეციალურად რაგბის ნაკრებისთვის იქნება განკუთვნილი. მათივე თქმით, სტადიონი 25-დან 30 000-მდე გულშემატკივარს დაიტევს.

ლევან ყიფიანის ინფორმაციით, პროექტზე ფრანგულმა კომპანიამ მუშაობა უკვე დაიწყო. მისივე თქმით, ამ დროისთვის მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების ზუსტი თარიღები უცნობია. სტადიონი ფონდ "ქართუსთან" თანამშრომლობით აშენდება.

ახალი მოედნის აშენებაზე მეტწილადაა დამოკიდებული 2017 წელს ახალგაზრდული მსოფლიოს პირველობის მიღებაც, რომლის სამასპინძლოდაც საქართველომ
განაცხადი საერთაშორისო ფედერაციაში შეიტანა.

ტურნირის მასპინძელი ქვეყნის ვინაობა გაზაფხულზე გაირკვევა. მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიღებამდე საერთაშორისო ფედერაციამ იცოდეს, რომ საქართველოში ახალი მოედნის მშენებლობა დაიწყო. პარალელურად, მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების შერჩევა სავარჯიშო მოედნების მოსაწყობად, რაც საერთაშორისო ფედერაციის ერთ-ერთი მოთხოვნაა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
დიდი მადლობა ყველას , ვინც ამ საქმეში ცოტათი მაინც მიიღო მონაწილეობა!
ფერნანდო
13:35 23-11-2014
0
ბიძინას ამ შემთხვევაში მადლობას ვეუბნები
გენოციდი
12:29 23-11-2014
0

სიახლეები პოპულარული