ნოემბრის ტესტ-მატჩი: "ბორჯღალოსნები" უელსს ესტუმრებიან

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში ტესტ-მატჩს უელსის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

წყაროს ცნობით, უელსი ნოემბერში ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას, ავსტრალიას და საქართველოს დაუპირისპირდება. უელსი საქართველოს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე არიან, უელსი კი - მეხუთეა. ჯერჯერობით, უცნობია "ბორჯღალოსნების" სხვა მეტოქეთა ვინაობა ნოემბრის ტესტ-მატჩებზე.
მკითხველის კომენტარები / 11 /
საკვირველია პირდაპირ ჩვენი დამოკიდებულება როგორ აგდებულად საუბრობენ ევროპელებზე. რატომ ვერ ვიგებთ რომ ჩვენ ვართ ღარიბი ,სუსტი ქვეყანა არაფრით ცნობილი მათთვის.რატომ უნდა გეახლოს შენ თბილისში უელსი . უელსს კი არ სჭირდება ეს შენ გჭირდება მასთან შეხვედრა. ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ეტაპობრივად ყველაფერს მივაღწევთ
giorgi
22:59 28-02-2017
0
სამწუხაროდ ვერ შევხვდებით იტალიას მსოფლიოზე, ვინაიდან ორივე მესამე კალათაში ვართ და იტალია ალბათ ტონგას, სამოას ან ფიჯის საკბილო გახდება :( თუმცა შეიძლება უბედური რუმინეთი დატაკონ და კიდევ 4 წლით გაუხანგრძლივონ ნეტარება. სამწუხაროა ეს ამბავი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული