ორი განსხვავებული ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს დამაჯერებლად სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი 38:3 დაამარცხა.

მატჩი მაღალ ტემპში ბურთის გადაკიდებებით დაიწყო, რის შემდეგაც მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ, მაგრამ სტუმრებმა თავი კარგად დაიცვეს და რეალიზებული საჯარიმოთი დაწინაურდნენ. 37-ე წუთზე პერანიძემ საქართველოს ნაკრების შეტევა ლელოთი დააგვირგვინა, მატკავამ გარდასახვა გამოიყენა და პირველი ტაიმი 7:3 დასრულდა.

მეორე ტაიმში „ბორჯღალოსნები“ უკვე სრულად ფლობდნენ ინიციატივას, შეცვლაზე შესულებმა გააძლიერეს თამაში, ჯერ ლელო ტაბუძაძემ გაიტანა, მერე მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩაგვითვალა და მეტოქის ორი მორაგბე გაასინბინა, რასაც კვესელაძის, ბაბუნაშვილის და
თაფლაძის ლელოები მოჰყვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სპანდერაშვილი დაასახელეს.

საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში სამივე შეხვედრაში გაიმარჯვა და პირველ ადგილზე გავიდა.

17 თებერვალი. თბილისი. "ავჭალა"
საქართველო – ესპანეთი 38:3

საქართველო

ხაზი:
15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი);

შერკინება:
1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), 20. ოთარ გიორგაძე (მონტობანი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 11 /
კარგი იქნებოდა ტურის სხვა თანაშებიც მიმოგეხილათ. რუმინეთისა და პორტუგალიის თამაშის მეორე ნახევარი მაგარი რაგბი იყო. დონე მატულობს, რაც მისასალმებელია.
გიორგი
14:24 19-02-2024
0
აუტი რომ მუშაობს კარგია ძალიან, მაგის გარეშე არაფერი გამოვა. მოლი ძალიან სუსტია, თამაში ძალიან უსახური იყო მაგრამ ახლა არაფრის თქმა შეიძლება კონფიდენტურად. ყველაფერი ზაფხულში გამოჩნდება.
2

სიახლეები პოპულარული