საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მერიის თასის გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
13 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სპორტის სასახლეში, თბილიის მერიის თასზე ჩეხეთთან მეორე მატჩი გამართა. ილიას ზუროსის შეგირდებმა მეტოქე ანგარიშით 68:64 დაამარცხეს.

პირველი პერიოდი საქართველოს საკმაოდ ცუდად დაიწყო. ქართველი კალათბურთელების უმეტესობას სიზუსტემ აშკარად უმტყუნა. ასევე მოიკოჭლებდა დაცვა და მაღალი იყო ტექნიკური წუნი. საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა პირველ პერიოდში 12:19 წააგო.

მეორე პერიოდი საქართველომ უკეთ ჩაატარა და 19:18 მოიგო, თუმცა ტექნიკური წუნი და სიზუსტე ზუროსის შეგირდებმა კვლავ ვერ აღმოფხვრეს. გიორგი შერმადინის შემოსვლა ნაკრებს აშკარად წაადგა. მოედანზე ყოფნის განმავლობაში შერმადინმა 7 ქულა მიითვალა.

მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა გარდატეხა შეიტანა მატჩის ანგარიშში და 51:47 დაწინაურდა. საბოლოოდ საქართველომ ანგარიშით 68:64 მოიგო და მერიის თასის მფლობელი გახდა.

სპორტის სასახლე. მერიის თასი
საქართველო-ჩეხეთი 68:64
12:19, 19:18, 20:10, 17:17

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ასევე საქართველოს ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 87:76 დაამარცხა.

- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა [VIDEO]
ევრობასკეტზე ასეთი მოკლე სკამით შანსი არ გვაქვს, ამას თუ დავუმატებთ მაკკოიშვილ- სანაძის არასტაბილურობას და ცინცაძის ზვარგადასულ შეცდომებს, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს შედეგი.
avtandil
12:01 15-08-2017
0
მოსამზადებელ პერიოდში უფრო მეტი სათამაშო დრო უნდა ეძლეოდეს მათ, ვისაც ზუროსი მოიაზრებს შვიდეულთან ერთად. გუშინდელი თამაში კი მზადების ერთერთი საფეხურია და ნუ ვიქნებით ნამეტანი მკაცრები.
guri
11:12 14-08-2017
0
წინა ევრობასკეტზე იმიტომ ვერ გავქაჩეთ რომ 5 კაცის მხრებზე გადადიოდა ყველაფერი და გადაიღალნენ. ახლაც იგივე თუ მოხდა წაგებისთვის განწირულები ვართ. რკინის არავინ არის. იგივე ჩეხებმა კალათბურთის გაკვეთილი ჩაგვიტარეს მაშინ მაგ გადაღლილობის გამო
0
,,შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ასევე საქართველოს ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 87:76 დაამარცხა.,, იფ, რა გამართული წინადადებაა!
ზურა
10:32 14-08-2017
0
ძალიან, ძალიან ცუდად ითამაშეს...
Gela
10:32 14-08-2017
0
cudad itamashes, kombinaciebis gatamasheba saertod ar gamosdit, individualurad gadian fons, msajic cota wagvexmara da uliderod chamosul sashualo donis chexetis nakrebs gachirvebit movuget.
dato
10:25 14-08-2017
0
სანიკიდზე რატო არ არის სადა
jaba
07:30 14-08-2017
0
მარკოიშვილი... ვერ გევიგე! (ქუთაისური აქცენტით). ვაღიაროთ, რომ არც ადრე იყო ძალიან სტაბილური და ახლა ხომ საერთოდ... რა გახდა ეს სამიანები. ადექი და ივარჯიშეთ რა მაქსიმალურად სამიანებზე. აქილევსის ქუსლი ხომ იყო ჩვენთვის ეს სამიანები და ახლა კიდევ უარესი გვემართება, 17 სამიანიდან მხოლოდ 5 ჩაგდებული. იგივე ეხება სანაძეს და ცინცაძესაც.
Z.LO
23:23 13-08-2017
0
ჩეხებთან მოგება და მერიის თასი კარგია და მისალოცი.მაგრამ პერიმეტრზე ამდენჯერ მოწინააღმდეგის მსროლელების თავისუფლად დატოვებას,სამქულიანების გამოყენების კატასტროფულად დაბალ პროცენტს და ამდენ ბურთის უაზრო დაკარგვას უფრო მაღალი კლასის გუნდები,ჩვენს ჯგუფში რომ ითამაშებენ,არ გვაპატიებენ. ღმერთმა ქნას გამოასწორონ ეს ხარვეზები დარჩენილ ორ კვირაში.წარმატებები!!!
0
აბა წავიდა ვაი ვიში და ტირილი. იმის მაგივრად ბიჭეს მიულოცოთ, მადლობა უთხრათ და გზა დაულოცოთ ახალი წარმატებისკენ.რა ხალხი ხართ.
ჯონდო
22:19 13-08-2017
4
sxvebis azrebs nu akritikeb, shen mogewona? dawere rom mogewona da magit daasrule.
dato
14 აგვისტო 2017 11:18
0
ცუდი თამაში გამოვიდა მე მგონი შერმადინს უფრო მეტი დრო უნდა მიეცეს ფაჩულია რაღაც უღიმღამო იყო თუ გვინდა ევრობასკეტზე კარგი შედეგი უკეთესი თამაშია საჭირო
nykri
22:00 13-08-2017
0
ძალიან მოკლე სკამია. მთელი თამაში სამი ოთხი მოთამაშის მხრებზე გადადის, უმეტესობა სტატისტია. ასე შორს ვერ წავალთ. ადრიატიკის თასზე გამოსვლა სწორედ რომ მისწრებაა. ის იქნება ლაკმუსის ქაღალდი, რათა ვნახოთ სად ვართ რეალურად
S.K.
21:52 13-08-2017
0
ევრობასკეტზე სანიკიძის და ბურჯანაძის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება! 14 კაციანი განაცხადიდან ამხანაგურს 7 რომ ვერ თამაშობს დიდი პრობლემაა! იმედია ფიზიკურად და ფსიქოლოგურად გაუძლებენ ჩვენი ბიჭები! წარმატებები ნაკრებს!
პაატა
20:47 13-08-2017
1
სიახლეები პოპულარული