NBA. რეგულარული ჩემპიონატი რონდოს პირველი ტრიპლი

AutoSharing Option
მოქმედი ჩემპიონის "კლივლენდის" დამარცხებაში (111:105) ლომის წვლილი მიუძღვის "ჩიკაგოს" ახალწვეულ რაჟონ რონდოს, რომელმაც ახალ გუნდში პირველი ტრიპლ-დაბლი გაიფორმა: 15 ქულა, 11 მოხსნა, 12 პასი.

იგი მოქმედ კალათბურთელთაგან მესამეა სამმაგდუბლოსნების რეიტინგში.
პირველია რასელ ვესტბრუკი - 46 სამმაგი; მეორეა ლებრონ ჯეიმსი - 45, რაჟონ რონდო - 29.

კავაის კიდევ ერთი გადამწყვეტი
"სან ანტონიომ" "ვაშინგტონი" ბოლო წამებზე 107:105 დამარცხა. გამარჯვების ტყორცნა ბოლო წამებზე კავაი ლეონარდმა შეასრულა.

NBA-ს სტატისტიკოსებმა გამოთვალეს, რომ ეს იყო ლეონარდის მერვე ცდა ბოლო წამებზე გადამწყვეტი ტყორცნის შესრულებისა. აქედან ნახევარი რეალიზებული აქვს.
საინტერესოა, რომ ლეონარდს ბოლო ოთხი მცდელობიდან სამი "ბაზერ-ბითერი" აქვს ჩაგდებული.

ახალი რეკორდი: 88-იანი სამქულიანი ერთ მატჩში
"გოლდენ სტეიტისა" და "ჰიუსტონის" შეხვედრაში NBA-ს რეკორდი დაფიქსირდა. გუნდებმა 88 სამქულიანი სტყორცნეს - 44 "გოლდენ სეტიტმა" და ამდენივე "ჰიუსტონმა".

ეს პირველი შემთხვევაა ნაციონალური ასოციაციის ისტორიაში, როდესაც ორმა გუნდმა ერთ მატჩში სტყორცნა 40-ზე მეტი სამიანი.

2 დეკემბერი
დენვერი-ჰიუსტონი 110:128
33:42, 30:31, 21:26, 26:29
დ: ბარტონი (17 + 7 მოხსნა), გალინარი (16), ფარიდი (14 + 10 მოხსნა), ნურკიჩი (10 + 7 მოხსნა), ჩენდლერი (24)
ჰ: ჰარდენი (20 + 7 მოხსნა + 7 პასი), ანდერსონი (18), არიზა (16 + 7 მოხსნა + 5 ჩაჭრა), კაპელა (13 + 9 მოხსნა), ბევერლი (11 + 6 პასი), გორდონი (18), დეკერი (17)

ფილადელფია-ორლანდო 88:105
14:21, 28:29, 19:32, 27:23
ფ: ემბიიდი (25 + 10 მოხსნა), ჰენდერსონი (9), კოვინგტონი (9), როდრიგესი (8 + 7 პასი), ოკაფორი (16 + 13 მოხსნა)
ო: გორდონი (20), ფურნიე (16), იბაკა (16), ბიომბო (4 + 13 მოხსნა), გრინი (16), ვუჩევიჩი (12 + 11 მოხსნა), მიკსი (10)

ბოსტონი-საკრამენტო 97:92
29:29, 18:17, 22:26, 28:20
ბ: ჰორფორდი (26 + 8 მოხსნა + 6 დაფარება), ტომასი (20 + 7 პასი), კრუდერი (16), ბრედლი (15 + 9 მოხსნა)
ს: კაზინსი (28 + 9 მოხსნა + 4 დაფარება), კოლისონი (13), გეი (13 + 8 მოხსნა), ბარნსი (12 + 16 მოხსნა), კასპი (7)

ტორონტო-ლეიკერსი 113:80
28:22, 41:26, 15:14, 29:18
ტ: ლაური (24 + 7 პასი), დეროზანი (16 + 6 პასი), პაუელი (16 + 7 მოხსნა), ჯოზეფი (14), ნოგეირა (13)
ლ: ინგრემი (17), კლარკსონი (14), უილიამსი (13)

ნიუ იორკი-მინესოტა 118:114
30:21, 32:31, 36:36, 20:26
ნ: ენტონი (29), როუზი (24), ოქუინი (20 + 13 მოხსნა), ჰოლიდეი (13 + 7 მოხსნა), პორზინგისი (11)
მ: ლავინი (23), თაუნსი (20 + 8 მოხსნა), უიგინსი (19), ბიელიცა (17 + 7 მოხსნა), მუჰამადი (14), ოლდრიჯი (10 + 12 მოხსნა)

ჩიკაგო-კლივლენდი 111:105
30:33, 29:27, 29:20, 23:25
ჩ: ბატლერი (26 + 8 მოხსნა + 6 პასი), უეიდი (24), გიბსონი (23 + 11 მოხსნა), რონდო (15 + 11 მოხსნა + 12 პასი)
კ: ჯეიმსი (27 + 13 პასი), ირვინგი (20 + 8 პასი), ლავი (15 + 9 მოხსნა), ტომპსონი (11), ფრაი (11)

ნიუ ორლეანი-კლიპერსი 96:114
30:25, 27:35, 19:29, 20:25
ნ: დევისი (21), ფრეიზერი (8 + 8 პასი), მური (15), ჯონსი (14 + 9 მოხსნა)
კ: გრიფინი (27 + 10 მოხსნა), პოლი (17 + 8 მოხსნა + 13 პასი), მბა ა მუტე (15), ფელტონი (12), ჯორდანი (6 + 13 მოხსნა), კროუფორდი (21)

ატლანტა-დეტროიტი 85:121
24:27, 15:31, 18:32, 28:31
ა: შრიოდერი (17 + 11 პასი), ჰარდუეი (11), მუსკალა (11), ჰამპრისი (10)
დ: კოლდუელ-პოუპი (23 + 8 მოხსნა), ჰარისი (18 + 7 მოხსნა), დრამონდი (14 + 14 მოხსნა), მორისი (12), სმიტი (11 + 13 პასი), ლუერი (16 + 9 მოხსნა), უდრიხი (11), ჰილარდი (11)

სან ანტონიო-ვაშინგტონი 107:105
24:28, 33:32, 23:14, 27:31
ს: ლეონარდი (23), ოლდრიჯი (19), გასოლი (19 + 10 მოხსნა), ჯინობილი (13 + 7 პასი), მილსი (10 + 8 პასი)
ვ: ბილი (23), გორტატი (21 + 18 მოხსნა), უოლი (17 + 14 პასი), პორტერი (15 + 12 მოხსნა), მორისი (12)

3 დეკემბერი
პორტლენდი-მაიამი 99:92
21:29, 34:20, 18:22, 26:21)
პ: ლილარდი (19 + 6 პასი), მაკოლუმი (17), ჰარკლესი (17 + 7 მოხსნა), პლამლი (11 + 9 მოხსნა), კრები (16), ტერნერი (9 + 6 პასი)
მ: უაითსაიდი (28 + 16 მოხსნა + 5 დაფარება), დრაგიჩი (18 + 9 მოხსნა + 8 პასი), მაკრობერტსი (13), ელინგტონი (12)

გოლდენ სტეიტი-ფინიქსი 138:109
37:30, 29:27, 42:27, 30:25
გ: კარი (31), ტომპსონი (26), დურანტი (20 + 8 პასი), გრინი (9 + 14 პასი), ფაჩულია (7), მაკგი (11), უესტი (10)
ფ: ბლედსოუ (27), ბუკერი (21), კრისი (11), თაკერი (9 + 7 მოხსნა), ჩენდლერი (2 + 8 მოხსნა), ნაითი (14), ბენდერი (10)

მილუოკი-ბრუკლინი 112:103
25:22, 25:18, 25:32, 37:31
მ: ჰენსონი (20 + 7 მოხსნა), დელავედოვა (18 + 6 პასი), ადეტოკუმბო (16 + 10 მოხსნა + 6 პასი + 5 დაფარება), პარკერი (15 + 8 მოხსნა), მონრო (13 + 7 მოხსნა)
ბ: ბოგდანოვიჩი (24), კილპარიკი (19), ლოპესი (13 + 6 მოხსნა), ბენეტი (7 + 14 მოხსნა), ჰარისი (17)

შარლოტი-მინესოტა 120:125 დ.დ.
29:19, 23:30, 32:25, 22:32, 14:19
შ: უოკერი (22 + 8 პასი), კამინსკი (21 + 9 მოხსნა), კიდ-გილკრისტი (15), ბატუმი (15 + 8 მოხსნა + 12 პასი), ზელერი (6 + 9 მოხსნა + 4 დაფარება), ბელინელი (15)
მ: უიგინსი (29), თაუნსი (27 + 15 მოხსნა), ლავინი (17), რუბიო (9 + 7 მოხსნა + 12 პასი), მუჰამადი (12), ბიელიცა (12)

ტორონტო-ატლანტა 128:84
32:22, 30:25, 24:23, 42:14
ტ: დეროზანი (21), ლაური (17 + 8 მოხსნა + 8 პასი), სიაკამი (14), ქეროლი (10), პატერსონი (17), როსი (15), ნოგეირა (11 + 8 მოხსნა), ჟოზეფი (10 + 6 პასი).
ა: შრიოდერი (15 + 6 პასი), ჰოვარდი (10 + 17 მოხსნა), ჰარდუეი (15), ჰამპრისი (10)

ფილადელფია-ბოსტონი 106:107
30:22, 23:23, 21:29, 32:33
ფ: ილიასოვა (18), როდრიგესი (15 + 8 პასი), ოკაფორი (15), ჰენდერსონი (13), შარიჩი (21 + 12 მოხსნა)
ბ: ტომასი (37 + 7 პასი), ბრედლი (20 + 9 მოხსნა), ჰორფორდი (11), კრაუდერი (10)

მემფისი-ლეიკერსი 103:100
25:25, 29:37, 28:20, 21:18
მ: გასოლი (19 + 8 პასი), გრინი (16 + 13 მოხსნა), ალენი (8 + 9 მოხსნა), დენიელსი (31)
ლ: დენგი (18), მოზგოვი (13), უილიამსი (40)

დალასი-ჩიკაგო 107:82
29:18, 28:27, 25:21, 25:16
დ: მეტიუზი (26), ბარნსი (22), ფინი-სმიტი (11), უილიამსი (9 + 15 პასი), ბოგუტი (8 + 11 მოხსნა), პაუელი (17 + 8 მოხსნა)
ჩ: ბატლერი (26 + 9 მოხსნა), ლოპესი (15 + 7 მოხსნა), გიბსონი (11), კენანი (10)

იუტა-დენვერი 105:98
24:21, 25:26, 33:16, 23:35
ი: ჰეივორდი (32), ჰუდი (15), გობერი (7 + 11 მოხსნა), ლაილსი (12)
დ: ბარტონი (20), მუდიაი (12), გალინარი (12), ფარიდი (10), ჩენდლერი (20), ნელსონი (13 + 7 პასი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული