"გოლდენ სტეიტმა" პლეი ოფის მეხუთე შეხვედრაში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 მაისს NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური დაპირისპირების მეხუთე მატჩი გაიმართა.

"გოლდენ სტეიტი" საკუთარ მოედანზე "ოკლაჰომას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 120:111 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ "გოლდენ სტეიტმა" სერიაში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 2:3.

აღსანიშნავია, რომ წაგების მიუხედავად, ქულების მიხედვით ლიდერები "ოკლაჰომას" კალათბურთელები კევიდ დურანტი და რასელ ვესტბრუკი გახდნენ. დურანტმა ყველაზე მეტი, 40 ქულა მოაგროვა, რასაც 7 მოხსნა და 3 პასი მიამატა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. ვესტბრუკმა 31 ქულა, 8 პასი და 7 მოხსნა მიითვალა, თუმცა ბურთი 7-ჯერ დაკარგა.

"გოლდენ სტეიტიდან" ყველაზე მეტი,
31 ქულა სტეფ კარიმ მოაგროვა, რომელსაც 7 მოხსნა და 6 პასი მიამატა, თუმცა ბურთი 5-ჯერ დაკარგა.

27 ქულა მოაგროვა კლეი ტომპსონმა, რომელსაც ანგარიშზე 5 მოხსნა და 2 პასი აქვს.

შეხვედრაში ორი ორმაგი დუბლი დაფიქსირდა და ორივე "გოლდენ სტეიტის" ანგარიშზე. ენდრიუ ბოგუტმა 15 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა, ხოლო დრეიმონდ გრინმა 11 ქულა და 13 მოხსნა.

29 მაისს, პლეი ოფის მე-6 მატჩში "ოკლაჰომა" "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლებს.

გოლდენ სტეიტი-ოკლაჰომა 120:111
(25:21, 33:29, 23:27, 39:34)
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბობოქარი სტეფან ქარი
qari
19:17 28-05-2016
0
გიორგის: გამოირჩევი საკმაოდ კარგი ანალიზის უნარით
Levani
20:13 27-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული