ეს უკვე საოცრებაა! კლეი ტომპსონმა სამქულიანებით NBA-ს ისტორია გადაწერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნბა-ში გამართულ "გოლდენ სტეიტისა" და "საკრამენტო კინგზის" შეხვედრაში, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 126:101 (34:25, 22:26, 41:22, 29:28) დასრულდა, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთბაშად ორი რეკორდი დამყარდა.

მათი ავტორი კლეი ტომპსონია, რომელმაც "გოლდენ სტეიტს" ამ მატჩში სულ 52 ქულით შეეწია, აქედან 37-ის ჩაგდება კი მესამე მეოთხედში მოახერხა. მატჩის ამ მონაკვეთში მცველმა თამაშიდან 13-ჯერ (9 სამქულიანი) ისროლა და ყველა ზუსტად. კლეიმ ამ მონაგარს კიდევ 2 ქულა საჯარიმოებით შემატა.

ამით ტომპსონმა ასოციაციის ერთბაშად ორი რეკორდი დაამყარა - ერთ მეოთხედში როგორც ქულების, ისე ზუსტად ნასროლი
სამქულიანების რაოდენობის მხრივ.

სხვათა შორის, ამერიკელი კალათბურთელი, რომელიც "გოლდენ სტეიტში" 2011 წლიდან თამაშობს, პირველია ნბა-ს ისტორიაში, ვინც ლიგაში გატარებულ პირველ სამ სეზონში 500 სამქულიანის რეალიზება შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 5 /
სასწაული ბიჭია. მოგვენატრა თეთრების კალათბურთი. ახალი ლარია
0
ხო ერთი სული ქონია თურმე ამერიკის ნაკრებიდან წამოვიდეს და ქართველი გახდეს :D
emre
21:32 24-01-2015
0

სიახლეები პოპულარული