NBA. პლეი ოფი: "ტორონტო" და "სან ანტონიოც" გავიდნენ

AutoSharing Option
28 აპრილს NBA-ს პლეი ოფის მორიგი მატჩები გაიმართა.

"ტორონტომ" მეოთხედფინალის საგზური "მილუოკისთან" სტუმრად მოიპოვა. "რეპტორსმა" "ბაქსი" სერიის მე-6 შეხვედრაში 92:89 დაამარცხა ანგარიშით 4:2 და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 34 ქულა ანტეტოკოუნმპომ მოიპოვა. დემარ დეროზანმა "ტორონტოს" 32 ქულა მოუტანა.

ამრიგად, მეოთხედფინალში "ტორონტო" "კლივლენდს" შეხვდება, რომელმაც "ინდიანა" სერიაში 4:0 დაამარცხა.

"სან ანტონიო" "მემფისს" ესტუმრა და ანგარიშით 103:96 სძლია. ამ გამარჯვებით "სპურსმა" სერია 4:2 მოიგო. "სან ანტონიოს" კავაი ლეონარდმა და ტონი პარკებმა ულიდერეს 29 და 27 ქულით.

მეოთხედფინალის ყველაზე საინტერესო და
დაძაბული დაპირისპირება კი "სან ანტონიოსა" და "ჰიუსტონის" ჯახი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას რომ ორივე მართლები ხართ, იმიტომ რომ ახლა იწყება კონფერენციის ნახევარფინალები, რომლებიც საერთო ჯამში მეოთხედფინალებია :)
დათო
14:19 28-04-2017
0
პლეიოფში ორი კონფედერაციიდან გავიდა 16 გუნდი...8+8:
ეხლა დარჩა 8,
8-დან დარჩება 4-ი,
4-დან კი სულ ბოლოს დარჩება 2-ი!
აბა ეხლა დაითვალე რომელი ფინალია?
fraternity-s
13:40 28-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული