ABC News: ზაზა ფაჩულია ახალი გუნდისთვისაც სასიამოვნო მოულოდნელობა იქნება

AutoSharing Option
ABC News-მა NBA-ს 11 ყველაზე ნაკლებად დაფასებული თავისუფალი აგენტის სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაც ზაზა ფაჩულია პირველია.

"ზაზა ფაჩულია - დიდი კაცი, რომელსაც პატარ-პატარა სიკეთეები მოაქვს", - ასეთია სტატიის სათაური.  

"გასულ ზაფხულს "დალას მავერიკსი" დეანდრე ჯორდანმა "გადააგდო" და "მავერიკსმაც" ყურადღება ზაზა ფაჩულიას მიაქცია. ფაჩულია "დალასს" სულ იაფად ჩაუვარდა ხელში, მისი კონტრაქტი სეზონში 5,2 მილიონი დოლარი იყო, რაც დეანდრე ჯორდანის ხელფასის მეოთხედია.

სულ ორი კვირა დასჭირდა რიკ კარლაილს იმის გასაცნობიერებლად, რომ ხელში სეზონის აღმოჩენა ჩაიგდო. "ის იმაზე გაცილებით უკეთესი კალათბურთელია, ვიდრე
გვეგონა", - განაცხადა კარლაილმა მაშინ.

მაგრამ ეს ისედაც ცნობილი იყო მათთვის, ვინც ფაჩულიას მაღალ RPM ინდექსს (საშუალო მოხსნები წუთებში) მთელი სერიოზულობით უყურებდა. მათ ისიც ახსოვდათ, რომ 2014/15 წლების სეზონში "მილუოკის" ძალიან უჭირდა გამარჯვება ფაჩულიას გარეშე და ქართველის გარეშე გუნდის დაცვა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო ასოციაციაში.

"დალასში" ფაჩულია გახდა მოხსნების "მანქანა". ის საშუალოდ 36 წუთში 13 მოხსნას აკეთებდა - ეს მეათე შედეგია მთელ ლიგაში. ის კარგად ისვრიდა თამაშიდანაც (55%) და ჯარიმებიდანაც (77%). ამიტომ რიკ კარლაილს ფაჩულიას გამოყენება დაძაბულ წუთებშიც შეეძლო. მართალია, მისმა ჩაჭრებმა ბოლო წლებში ცოტა მოიკლო, მაგრამ ფაჩულია ჯერაც ერთ-ერთი მოწინავეა ცენტრებში - მე-11 ადგილზეა ამ მაჩვენებლით.

შედარებით დაუფასებელი "დიდი კაცი" პატარ-პატარა სიკეთეებშიც მაგარია - მაგალითად, ფართო ტანის წყალობით, ის NBA-ში ერთ-ერთ საუკეთესო ბლოკს დგამს.

ფაჩულია შეიძლება არ იყოს NBA-ს ცენტრების ელიტაში, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მას ბევრი პოზიტივი მოაქვს გუნდისთვის. თუ მისი კონტრაქტის ფასი ორმაგზე მეტი არ გახდება, დარწმუნებით შეგვიძლია თქმა, რომ ზაზა ახალი გუნდისთვისაც სასიამოვნო სიურპრიზი იქნება", - წერს საიტი.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია თავისუფალი აგენტია და დიდი ალბათობით, "დალასში" აღარ ითამაშებს, სადაც ჰასან უაითსაიდის მიწვევა სურთ.

indystar.com-ის კლასიფიკაციაში ზაზა ფაჩულია თავისუფალ აგენტ ცენტრებში მერვეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული