ზაზა ფაჩულია: ენერგიით თავიდან უნდა დავიმუხტოთ

AutoSharing Option
2016 წელს "დალას მავერიკსი" დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში შეხვდა, ახლა კი გუნდი მე-6 ადგილზეა და მხოლოდ ერთი მოგებით უსწრებს "იუტას", რომელთანაც ბოლოს დამარცხდა.

dallasnews.com-ის დასკვნით, ძირითადად ვეტერანებით დაკომპლექტებულ გუნდს დასვენება სჭირდება. ასე რომ, "დალასს" სულზე მოუსწრებს "ყველა ვარსკვლავის" თამაშის გამო დაგეგმილი შესვენება.

"ძალიან, ძალიან მძიმე თვე გვქონდა. იმედი მაქვს, რომ ენერგიით თავიდან დავიმუხტებით. თუ გვინდა, რომ დიდებული სეზონი გამოგვივიდეს, რეგულარული სეზონის მეორე ნახევარი უკეთ უნდა ჩავატაროთ", - განაცხადა ამ გამოცემასთან საუბარში ზაზა ფაჩულიამ.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩში "დალასიდან" არავინ ითამაშებს.
ყველაზე ახლოს მიზანთან ზაზა იყო, რომელსაც სულ რაღაც 14 ათასი ხმა დააკლდა დასავლეთის სასტარტო ხუთეულში მოსახვედრად.

"იუტასთან" მატჩში ზაზას ანგარიშზე 7 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული