სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ბერას მეგობარ ჰეიეს გრიერის შეცდომა, რის გამოც ფაჩულია NBA All Star-ზე ვერ მოხვდა
17:42 28-01-2016
როგორც ირკვევა, ზაზა ფაჩულია შევიდოდა სამ საუკეთესო ფორვარდს შორის და "ყველა ვარსკვლავის" მატჩშიც ითამაშებდა, რომ არა ჰეიეს გრიერის შეცდომა.

გრიერი ე. წ. Vine-ის (ვიდეოს გაზიარების სერვისი) ვარსკვლავი, ცნობილი ინტერნეტპერსონაა.

ბერას მეგობარმა გრიერმა ხალხს ზაზას მხარდაჭერისკენ მოუწოდა, სამაგიეროდ კი პირობა დადო, რომ სანაცვლოდ "ტვიტერზე" თითოეული მათგანის მიმდევარი გახდებოდა.

მაგრამ დაშვებული შეცდომის გამო ბევრი ხმა დაიკარგა, რადგან მისი ფანები მის პოსტს აკოპირებდნენ. მან "ტვიტერზე" დაწერა: #NBAVOTEZAZA, #NBAVote Zaza Pachulia-ს ნაცვლად.

Sportall.Ge
ყუყი
09:42 29-01-2016
ნამდვილად "შემთხვევით" მოუვიდოდა! თუ აკეთებ მართლა გააკეთე რა ...
dato
04:07 29-01-2016
მორჩა ახლა და მგონი არ ღირს ამ თემაზე კიდე სტატიების წერა