ზაზა ფაჩულიას მე-19 ორმაგი დუბლი სეზონში და გამარჯვება "მინესოტასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
PLAYER_GET_VIDEOFLASH
11 იანვარს ზაზა ფაჩულიამ NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში სეზონის მე-19 ორმაგი დუბლი გაიფორმა.

ქართველი ცენტრის "დალასი" "მინესოტას" ესტუმრა და ანგარიშით 93:87 დაამარცხა.

ფაჩულია, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 32 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 13 ქულა (4/9, 5/5), 11 მოხსნა (6/5), 2 პასი და ერთი დაფარება მოაგროვა, ხოლო ბურთი ერთხელ დაკარგა.

ფაჩულია გახდა ერთადერთი მოთამაშე მატჩში, ვინც ორმაგი დუბლი გაიფორმა. ქართველი კალათბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 18 ერთეული შეადგინა. ამ მაჩვენებელში მას მხოლოდ დირკ ნოვიცკიმ (26) და მინესოტელმა რიკი რუბიომ გაუსწრეს (19).

ნოვიცკიმ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა (29) ჩააგდო.

ამ გამარჯვების შემდეგ "დალასს" 22 მოგება და 16 მარცხი დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს.

მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას გუნდი 13 იანვარს დილით, შინ "კლივლენდთან" გამართავს.
აი ზაზა რა დონეზეა ვსაც გაინტერესებთ მოგიყვანთ დენის როდმანის და ზაზას მონაცემებს (დენის როდმანი ალბათ იცით ვინცაა?!) SanBos GuriaL: Сезон 1988-89 стал первым чемпионским сезоном Детройт Пистонс, в Финале НБА в сухую разгромившими Лэйкерс. В регулярном чемпионате Денис Родман играл роль первого запасного игрока команды, за 26.9 минут забивая по 9.0 очка, делая по 9.4 подбора, 1.2 передачи и 0.93 блок-шота. ახლა ნახე ზაზას შედეგები
PPG 10.7 RPG 10.8 APG 1.8 SPG 1.1
არჩილ ხოფერია
16:37 11-01-2016
0
აი პრემიერ ლიგა ხო იცი ხოდა დღეს რომ ტოტენჰემში ან მანჩესტერში რომ თამაშობდეს ქართველი და ერთ-ერთი ლიდერი რომ იყოს გუნდის მასეა დაახლოებით
vajas
15:51 11-01-2016
0
სპასიბა ძმა და რეალურად ზაზა რა დონეა ენბიაიში ფეხბურთის მაგალითზე რო მითხრა ვარსკვლავია ტუ როგორ?
vazha
15:20 11-01-2016
0
ვაჟა
ვერ გაიგებ ეგრე.. ძირითადად დასავლეთის გუნდები უკეთესებია ვიდრე აღმოსავლეთის.. იცვლება გუნდების სიძლიერე.. მუდმივად ძლიერი როგორც მახსოვს სან ანტონიოა..ზაზას გუნდი დასავლეთის მხარის არის.
2-რეგიონია დასავლეთი და აღმოსავლეთი რომლებიც დაყოფილია 3 ცალ 5 გუნდიან დივიზიონად.

G.K.
15:00 11-01-2016
0
აუ ხალხო ძან გთხოვთ ვისაც გესმით კალათბურთი ორიოდე სიტყვით ამიხსენით და მითხარით რომელი გუნდებია ყველაზე დიდი ენბიაიში ზოგადად და რომელი პირიქით ,
ვაჟა
14:20 11-01-2016
0
ვინც ვხედავთ გაგვატარეთ რა,გაძალებთ ვინმე წაკითხვას?
sese
14:05 11-01-2016
0
კარგით რაა,გეყოთ ფაჩულიას გაფეტიშება! მეც ვიცნობ ძალიან კარგად და ვერ ვხედავ მასში მაგ დონის კალათბურთელს.ორი დუბლი თამაშში,არაფერია.გასაგებია?ღმერთმა გაიყვანოს და გვაყურებინოს ის თამაშები მისი მონაწილეობით! არ ვარ შურით აღვსილი.
ერიჰააააა
13:22 11-01-2016
0
archil shedit www.flashscore.com da mad yvelasportia.shedit kalatburtze da naxavt vin romelzea.
0
კარგი, უმაღლესი! კვლავ მაგრად გაგვახარე ზაზა! წინ ოლსტარისკენ! საიტის რედაქციას - გთხოვთ ერთხელ მაინც გამოაქვეყნოთ გათამაშების ცხეილი, მინდა ვნახო რა მეხუთე ადგილია ასეთიარც მოგება და არც წაგება რომ არ მოქმედებს?!
არჩილ ხოფერია
12:38 11-01-2016
0
სიახლეები პოპულარული