ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" "საკრამენტო" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

AutoSharing Option
19 დეკემბერს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "მილუოკი" კალიფორნიაში "საკრამენტო კინგსს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 108:107 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ცენტრი სასტარტო შემადგენლობაში იყო და საერთო ჯამში 26 წუთი ითამაშა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 7 ორქულიანიდან 2 ჩააგდო, ხოლო 6 საჯარიმოდან 3 ზუსტად შეასრულა. საბოლოოდ ფაჩულია 7 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე, როცა ანგარიში 107:107 იყო "მილუოკის" გამთამაშებელმა ჯარედ დადლიმ 3-ქულიანი ისროლა, თუმცა კალათმა ბურთი აისხლიტა რა დროსაც ფარქვეშ ფაჩულიამ ყველას დაასწრო, ბურთი მოხსნა და მეტოქე გუნდის
კალათბურთელებს ჯარიმები გამოსტყუა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 საჯარიმო ზუსტად ისროლა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა 108:107. საპასუხო იერიში კი მასპინძლებმა ასევე ზაზა ფაჩულიას კარგი თამაშის წყალობით ვერ გამოიყენეს.

"საკრამენტოსთან" მატჩის შემდეგ "მილუოკის" 13 მარცხის წილ 14 მოგება დაუგროვდა და ის აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილს ინარჩუნებს. მორიგ შეხვედრას "მილუოკი" "კლიპერსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული