გოგა ბითაძემ ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში 17 ქულა, 20 მოხსნა და 5 დაფარება მოაგროვა

AutoSharing Option
ძალიან ცოტა დააკლდა, რომ სერბული "მეგა ბიმაქსი" გოგა ბითაძის წინამძღოლობით ახალგარდული ევროლიგის ჩემპიონი გამხდარიყო.

"ფენერბაჰჩე" - "პანათინაიკოსის" საფინლო შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, სტამბოლის "სენან ერდემის" დარბაზში ახალგაზრდული ევროლიგის ჩემპიონი გამოვლინდა. ფინალში უბრწყინვალესი სტატისტიკა აჩვენა 211 სანტიმეტრი სიმაღლის გოგა ბითაძემ, რომელთანაც ახლოსაც ვერავინ მივიდა, თუმცა "მეგა ბიმაქსმა" ფრანგულ "პარიზთან" 58:65 წააგო და ტუტულს ვერ შესწვდა.

17 ქულა, 20 მოხსნა (10 მეტოქის ფარზე), 3 პასი, 5 დაფარება და მარგი ქმედების უმაღლესი კოეფიციენტი - 38. ქართველი ცენტრი მოედნის ყველა მონაკვეთში დომინირებდა, თუმცა გამარჯვება
უფრო გუნდირად მოთამაშე პარიზელებს დარჩათ. შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე სერბული კლუბი 50:46 უგებდა ფრანდებს თუმცა დასკვნით წუთებში პარიზელებმა უძლიერესად ითამაშეს და ნამატჩევს ევროლიგის თასიც დამსახურებულად აღმართეს.

ბითაძემ მოედანზე 37 წუთი გაატარა და 13-დან 7 ორქულიანი და 5-დნ 3 საჯარიმო ჩააგდო. ამჯერად გოგას სამქულიანები არ უსვრია - ის ფარის მისადგომებთან იყო გამაგრებული და სრულად დომინირებდა. გოგას კვალზე ბელგრადელთა რიგებში 13 ქულა და მარგი ქმედების ამდენივე კოეფიციენტი მოაგროვა ნიკოლა მიშკოვიჩმა, ხოლო პარიზელებს 17 ქულით ივნ ფევიემ, ხოლო 15 ქულით იანიკ ბლანმა ულიდერეს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული