თორნიკე შენგელიას 12 ქულა და დასანანი მარცხი მოსკოვში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას გუნდმა "ბასკონიამ" ევროლიგის პლეი ოფში პირველი მატჩი ჩაატარა მოქმედ ჩემპიონ მოსკოვის ცსკა-სთან. 18 აპრილს რუსეთის დედაქალაქში გამართულ სერიის პირველ შეხვედრაში შენგელიას გუნდი დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 90:98 დამარცხდა.

ქართველი ფორვარდი სტუმართა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა ის თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან მოედანზე 21:28 წუთი გაატარა და 12 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. 6-დან 3 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის
წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა, რითას ის ბასკური კლუბის რიგებში მხოლოდ იოჰანეს ვოიგტმანს ჩამორჩა. გერმანელმა ცენტრმა 12 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

შეგახსენებთ, რომ ევროლიგის 16 გუნდიდან ბრძოლას ჩემპიონობისთვის 8 საუკეთესო 1/4-ფინალში აგრძელებს. სერია სამ მოგებამდეა და ესპანური კლუბი მომდევნო მატჩს ცსკა-სთან კვლავ მოსკოვში, 20 აპრილს ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული