მაიკლ დიქსონის აეკ-მა "ლეფკადასს" დაძაბულ ბრძოლაში მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის - მაიკლ დიქსონის აეკ-მა საბერძნეთის ჩემპიონატში რთული გამარჯვება მოიპოვა. ათენელები სტუმრად "ლეფკადასს" შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში - 68:64 იმარჯვეს.

დიქსონი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა ჩვეული შედეგიანობით ვერ გამოირჩა. მაიკლმა 18 წუთი ითამაშა და 2 ქულასთან ერთად 1 მოხსნა მოაგროვა. ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა უკანახაზელმა 1 ორქულინი ჩააგდო, 1 სამიანი კი აცილა. დიქსონმა 3 ჯარიმა მიიღო და მეტოქეებმა მასზეც 3-ჯერ დაარღვიეს წესები.

18 მოგებითა და 6 მარცხით აეკ-ი საბერძნეთის ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა. მომდევნო მატჩს დიქსონის გუნდი 8 აპრილს,
ათენში, "კოლოსოსთან" გამართვს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული