ზაზა ფაჩულიას 8 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება "ბრუკლინთან" [VIDEO]

AutoSharing Option
ტრავმის გამო გამოწვეული 8-მატჩიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ზაზა ფაჩულიამ მეორე შეხვედრა გამართა და კვლავ შედეგიანად გაისარჯა.

"გოლდენ სტეიტის" ძირითადმა ქართველმა ცენტრმა "ბრუკლინ ნეთსთან" გამართულ მატჩში 20 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. ფაჩულიამ შედეგიანად ითამაშა და ოკლენდელებს მორიგი გამარჯვების მიღწევაში დაეხმარა.

"გოლდენ სტეიტი" ერთ-ერთი ლიდერის - კევინ დიურანტის გარეშე თამაშობდა და აღმოსავლეთ კონფერენციის საშუალოზე სუსტ გუნდთან მოსაგებად ჯაფა დაადგა.

მართალია, საბოლოოდ მასპინძლებმა 112:95 იმარჯვეს, თუმცა მეტოქე ბოლო პერიოდამდე შანსს ინარჩუნებდა, სანამ უკანასკნელ წუთებზე "უორიორზის" უპირატესობამ 20 ქულას არ მიაღწია.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთულში დაიწყო და მთლიანობაში მოედანზე 20 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 8 ქულასთან ერთად ზაზამ 9 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სტეფ კარიმ 27 ქულა დააგროვა, ხოლო კლეი ტომპსონმა 24.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-ბრუკლინი 112:95
Sportall.Ge

"გოლდენ სტეიტი" 49 მოგებითა და 9 წაგებით დასავლეთ კონფერენციის და სრულიად ლიგის ლიდერია. მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს 28 თბერვალს სტუმრად "ფილადელფიასთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
მე ვუყურე ამ თამაშს და მომეწონა ზაზა. თან იმ ფონზე რომ ლოპესმა პირველი ქულები მესამე მეოთხედში აიღო...
(((((
15:56 27-02-2017
0
კერის არ გამუძერწია ზაზა, ზაზას ღმერთმა მისცა ნიჭი კალათბურთის და დანარჩენი კი მისმა თავდადებულმა შრომამ მოუტანა, ზაზა იმდენად ნიჭიერი და ჭკვიანი კალათბურთელია რომ მას ეხლა რომ თამაშობს იმაზე უკეთესადაც შეუძლია თამაში, ოღონდ ეგაა რომ კერი მას მაინც კონკრეტულ დავალებებს აძლევს და ის ამ დავალებებს პირნათლად ასრულებს თორე ცოტა სითავისუფლე რომ ჰქონდეს ზაზას თამაშის ამბავში, დარწმუნებული ვარ მეტ ქულასაც გააკეთებდა და უფრო ეფექტურადაც ითამაშებდა, თორე კერი ასე რომ ზრუნავდეს ზაზაზე მას ზაზას ოლ სტარის სათადარიგოში მაინც შეიყვანდა როგორც ვეტერანს და როგორც ერთ ერთ დაუფასებელ ნბას მოთამაშეს კალათბურთში.
ხვიჩა
11:13 27-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული