ზაზა ფაჩულიას მოედანს 24 თებერვალს "კლიპერსთან" მატჩში დაუბრუნდება

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტ უორიორზის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა განაცხადა, რომ ზაზა ფაჩულია და დევიდ ვესტი გუნდს NBA-ს "ოლ სტარის" შემდეგ დაუბრუნდებიან.

ჩვენი დროით 24 თებერვალს "მეომრები" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლებენ და ქართველი მეფარეც ოკლენდელთა გუნდს სასტარტო შემადგენლობით დაუბრუნდება.

ზაზა ფაჩულიას მხრის ტრავმის გამო თებერვალში არ უთამაშია, ვესტს კი ცერა თითი ჰქონდა მოტეხილი და პარკეტზე 18 იანვრის შემდეგ არ გასულა.

"გოლდენ სტეიტს" 56 მატჩიდან 47 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილი უკავია.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზაზა მოგვენატრა თქვენი თამაში.

როგორ მინდოდა მეფსში (ფინალში მაინც) ნიკოლოზ ბასილაშივილის მხარდასაჭეარად ყოფილიყავით ჩვენო ზაზა. ნიკას ძალა მოემატებოდა.

თქვენ ორივე ღირსეული ქართველიები ბრძანდებით.

ორივეს წარმატებებს გისურვებთ.

ნიკას დღეს ფინალის მოგებას და ზაზას კი ნბს-ს ჩემპიონის ბეჭედს ვუსურვებ.
ჯონი
17:39 19-02-2017
0
კეთილი ადამიანი ხარ შრომისმოყვარე - მიხარია ახლა უკვე დიდი სიხარულით დაველოდები გოლდენის თამაშებს )) ფეისბუქის პირად გვერდზე ცოტა უფრო რომ გააქტიურდე მოკლე-მოკლე მიმართვები რომ დადო ხოლმე ხანდახან გაგვახარებ წარამტებები!!!
giorgi
17:19 19-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული