კომენტარი ზაზა ფაჩულიაზე, რომელმაც 1000-ზე მეტი მოწონება დაიმსახურა

AutoSharing Option
NBA-ს All Star-ის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, რომელსაც ასე ძალიან ელოდა ქართველი ქომაგი, სოციალურ ქსელებში დიდი განხილვა დაიწყო.

- NBA ALL STAR-ის ხმის მიცემის საბოლოო შედეგები ცნობილია

რა თქმა უნდა, უკვე ბევრმა გაიგო ზაზა ფაჩულიასა და ქართველი ხალხის შესახებ, რომელიც ასე ერთიანად და ორგანიზებულად აძლევდა ხმას საკუთარ თანამემამულეს. ამის შესახებ, შეიძლება ითქვას, მთელმა ამერიკამ გაიგო.

ეს ფაქტი ბევრს არ მოსწონდა, რასაც ქართველი მომხმარებლები ხან ხუმრობით, ხან კი აგრესიით პასუხობდნენ.

NBA-ს "ფეისბუქზე" ერთ-ერთმა ქართველმა მომხმარებელმა, ასე ვთქვათ, შემაჯამებელი კომენტარი დადო, რამაც 1000-ზე
მეტი მოწონება დაიმსახურა.

"ყველა იმათთვის, ვისაც სძულდა ფაჩულია და აკრიტიკებდა ქართველ ერს ამ დღეებში, როცა ჩვენ ხმას ვაძლევდით ჩვენს საუკეთესო მოთამაშეს, ჩვენს კაპიტანს, ჩვენს გმირს და ყველამ იცოდით, რომ მისთვის ხმის მიცემა იყო ჩვენი უფლება, რადგან მხარი დაგვეჭირა მისთვის, მაგრამ თქვენ დღემდე საშინელ სიტყვებს ამბობდით ჩვენს კაპიტანზე და ქართველებზე... ახლა შეგიძლიათ დაწყნარდეთ! ზაზა არ არის All Star-ში. ჩვენ ბევრს ვცდილობდით, მაგრამ წარმატების მიღწევა ვერ შევძელით.... ეს ჩვენი ხალხის სიძლიერეა, როცა გვჭირდება, შეგვიძლია გაერთიანება, შეგვიძლია ერთად დგომა და გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოსახლეობა 3.7 მილიონზე მეტი არ არის! ასეთმა პატარა ქვეყანამ განახათ ყველას, თუ რამდენად ძლიერები ვართ თანამემამულის მხარდაჭერაში, ერთმანეთის მხარდაჭერაში, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით მიზნის მიღწევა, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ NBA-მ All Star-ის ხმის მიცემის წესები შეცვალა და ამის მიზეზი ისევ და ისევ ქართველი ხალხი და რა თქმა უნდა, ჩვენი კაპიტანი იყო. ამიტომ ამით ვამაყობთ. ჩვენ ვამაყობთ ზაზათი! მადლობა ყველა უცხოელ ადამიანს, რომელიც სამართლიან კომენტარებს წერდა ზაზას შესახებ, ჩვენს ერზე, რომელიც ხმას აძლევდა მას. ყველას დიდი მადლობა, ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ამას.

#NBAVOTE Zaza Pachulia შევხვდებით 2018 წელს! წარმატებები".

Sportall.Ge

- ეს ზაზაა! - ფაჩულიას "კაშკაშა" მომენტები "გოლდენ სტეიტში" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 19 /
ესეა ჩემო ძმებო და დებო, ნუ გგონიათ რო მარტო რუსეთი გვიყურებს ზიზღით, ამიტომ ყველა უნდა გამოვფხიძლდეთ და ჩვენ თვითონ მივხედოთ ულამაზეს ქვეყანას, საქართველოს!!!
Nukri
15:33 21-01-2017
0
ისე არ ვქნათ რომ სამომავლოდ ესეც პოლიტიკაში წავიდეს და თავი მოგვაძულოს
nika
02:37 21-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული