საქართველო VS ჰოლანდია - ევრობასკეტი 2015 იწყება!

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს ევრობასკეტი 2015-ის გათამშებაში ჩაერთვება.


ჩვენი ნაკრების პირველი მეტო ჰოლანდიის ნაკრები იქნება. მატჩი ჩვენი დროით 17:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო ვარჯიში გამართა. იგორ კოკოშკოვის გუნდი ხორვატიაში ყოფნის მეორე დღეს პირველად ესტუმრა დრაჟენ პეტროვიჩის სახელობის ზაგრების "ციბონას" დარბაზს.
იხილეთ ნაკრების ბოლო ვარჯიში ევრობასკეტამდე
Sportall.Ge

ეს იყო ბოლო ვარჯიში ჰოლანდიასთან მატჩამდე, რადგან დღეს დილას საქართველოს ნაკრები, ცხადია, არ ივარჯიშებს, რადგან
15:00 საათზე (17:00-ზე თბილისის დროით) ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში ჰოლანდიას ვხვდებით.

ნაკრებმა 4 სექტემბერს დილის 09:30 საათზე ევრობასკეტის მასპინძელ "ზაგრებ არენაზე" სტანდარტულად ივარჯიშა, ხოლო 17:00 საათზე დრაჟენ პეტროვიჩის დარბაზში ქართველების ვარჯიშს უფრო ლექცია ეთქმოდა. იგორ კოკოშკოვმა კალათბურთელებს დეტალურად აუხსნა გარკვეული კომბინაციები. მწვრთნელი მოთამაშეებს ჯერ უხსნიდა, შემდეგ კი თავად ანახებდა, რა როგორ გაეკეთებინათ.

ეს იყო გენერალური რეპეტიცია მიმდინარე წლის პირველი ოფიციალური მატჩის წინ, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, 15-ათასიან დარბაზში გაიმართება და რომელშიც ქართველების მეტოქე ჰოლანდიის ეროვნული გუნდი იქნება.

საქართველოს ნაკრები მატჩამდე კიდევ ერთხელ შეიკრიბება, მაგრამ არა საკალათბურთო, არამედ სასტუმროს დარბაზში და მეტოქის თამაშის ვიდეო-განხილვას მოაწყობს.

ისტორია
ევრობასკეტი-2013. შესარჩევი ეტაპი
27.08.2012. ალმერე
ჰოლანდია-საქართველო 91:88
15:19, 24:28, 25:20, 27:21
საქართველო: ფაჩულია (31წთ, 23ქ, 9მ, 1ჩ), ა. ბოისა (10წთ, 1მ, 1პ), შენგელია (38წთ, 20ქ, 9მ, 2პ, 2ჩ, 2დ), ცინცაძე (36წთ, 9ქ, 3პ, 4მ, 2ჩ), შერმადინი (12წთ, 2ქ, 3მ, 1პ), მარკოიშვილი (33წთ, 15ქ, 3მ, 3პ, 3ჩ), ფაცაცია (9წთ, 3ქ, 1მ), პულენი (32წთ, 16ქ, 2მ, 1ჩ, 3ჩ)

11.09.2012. თბილისი

საქართველო-ჰოლანდია 97:89
25:21, 29:22, 18:16, 25:30
საქართველო: მათიაშვილი (5წთ, 2დ), ა. ბოისა (5წთ, 1მ), მეტრეველი (16წთ, 4ქ, 2მ), ცინცაძე (34წთ, 14ქ, 6პ, 1მ, 3ჩ), შერმადინი (33წთ, 8ქ, 6მ, 4პ, 2ჩ, 1დ), მარკოიშვილი (34წთ, 22ქ, 5მ, 5პ, 5ჩ, 1დ), ფაცაცია (13წთ, 3ქ, 1მ, 1პ, 2ჩ), სანიკიძე (34წთ, 22ქ, 13მ, 1პ, 1ჩ, 1დ), პულენი (26წთ, 23ქ, 3პ, 4მ, 1ჩ)

ამხანაგურად

31.07.2009
ჰოლანდია-საქართველო 79:63

1.08.2009
ჰოლანდია-საქართველო 81:74

12.08.2011
ჰოლანდია-საქართველო 72:77

ჰოლანდიის ნაკრების თავკაცმა ტოონ ვან ჰალფტერენმა საევრობასკეტე შემადგენლობა გამოაცხადა. ეს კაცი ქართველ გულშემატკივარს კარგად უნდა ახსოვდეს - 2012 წელს "ლეიდენს" წვრთნიდა, როცა თბილისში ჩამოვიდა და "არმიას" დაუპირისპირდა. სხვათა შორის, სწორედ "ლეიდენთან" სტუმრად დამარცხების გამო ვერ გავიდა "არმია" ევროჩელენჯის მომდევნო ეტაპზე, არადა, მეტოქესთან შედარებით ფავორიტად ითვლებოდა.

ასევე ჩაითვლება საქართველოს ნაკრები ფავორიტად ჰოლანდიასთან მატჩში, თუმცა "ნარინჯისფერებს" კარგი მწვრთნელი, მებრძოლი გუნდი ჰყავთ და გამარჯვებისთვის ძალების მაქსიმალურად მობილიზება დაგვჭირდება. ჰოლანდიელებმა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თვით ჩერნოგორია დაამარცხეს (შინ და გარეთ) და ევრობასკეტის მიღმა დატოვეს. როგორც ჩანს, "ნარინჯისფერებს" ხელწამოსაკრავი გუნდი სულაც არ ჰყავთ.

შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა: რის ხარჯზე მოიპოვეს ევროპის პირველობის საგზური? პასუხი მარტივია - საუკეთესო დაცვის ხარჯზე. ჰოლანდიელები ხომ შესარჩევი ეტაპის მონაწილეთა შორის პირველები იყვნენ მიღებული ქულების სიმცირის მიხედვით. მათი მოწინააღმდეგეები საშუალოდ მხოლოდ 62.3 ქულას აგროვებდნენ. თავად "ნარინჯისფერები" კი - 63.0-ს აგდებდნენ.
იმედიანადაა განწყობილი ჰოლანდიის ნაკრების მთავარი იმედი, მეფარე ჰენკ ნორელი, რომელიც 2013-14 წლების სეზონში ვიქტორ სანიკიძესთან და გიორგი შერმადინთან ერთად "სარაგოსაში" თამაშობდა.

მას ინტერვიუში ჯგუფის მეტოქე ცენტრებზე, ზაზა ფაჩულიასა და ანტე ტომიჩზე ჰკითხეს. პასუხი:

- საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩში ვეთამაშებით. მათ კარგი ტანმაღალი კალათბურთელები ჰყავთ. ქართველებთან უშანსოდ არა ვართ, მათთან ერთხელ უკვე მოგებული გვაქვს - 2012 წელს. გუნდში მაშინაც თამაშობდა ზაზა ფაჩულია. ყველასთან სათამაშოდ მზად ვარ.
ჰოლანდიის ნაკრების თავკაც ტოონ ვან ჰალფტერენს მოვუსმინოთ:

- სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ნაკრებები შეგვხვდა. ბალკანელებს: ხორვატებს, სლოვენიელებს და მაკედონიელებს ყოველთვის სწრაფი და ძლიერი გუნდები ჰყავთ. მათ საქართველოსაც თუ დავუმატებთ, ურთულეს ჯგუფს მივიღებთ. ამის მიუხედავად ჩვენი ამოცანა ჯგუფში ერთზე მეტი მატჩის მოგებაა.

სლოვენია 2015
მოთამაშე სმ ამპლუა დაბ. გუნდი
იურე ბალაჟიჩი 204 ფორვარდი 1980 ისტანბული (თურქეთი)
კეეს აკერბუმი 200 ფორვარდი 1983 დენ ბოსხი
შონ კანინგემი 188 გამთამაშებელი 1986 გრონინგენი
ჰენკ ნორელი 212 ცენტრი 1987 სარაგოსა (ესანეთი)
რობინ სმუელდერსი 208 ფორვარდი 1987 ოლდენბურგი (გერმანია)
ვორსი დე იონგი 194 უკანახაზელი 1988 ლეიდენი
ნიკოლას დე იონგი 210 ცენტრი 1988 შოლე (საფრანგეთი)
არვინ სლაგთერი 192 უკანახაზელი 1985 დენ ბოსხი
ლეონ უილიამსი 183 უკანახაზელი 1991 ზვოლე
იანიკ ფრანკე 194 უკანახაზელი 1996 როტერდამი
მუჰამედ კერაზი 200 ფორვარდი 1990 ლეიდენი
შარლონ კლოოფი 190 უკანახაზელი 1990 სტამბოლი (თურქეთი)
ტომას კოენისი 210 ცენტრი 1989 გრონინგენი
რალფ დე პაგტერი 200 ფორვარდი 1989 დენ ბოსხი
როლანდ შაფტენაარი 211 ცენტრი 1988 რეთმინო (საბერძნეთი)

მწვრთნელი: ტოონ ვან ჰალფტერენი

ჰოლანდიის ნაკრების ისტორია
სეზონი შეჯიბრება ადგილი თ მ წ ქულები
2013 საკვალიფიკაციო - 8 2 6 83.4/90.8
2011 საკვალიფიკაციო - 6 4 2 79.8/69.7
2009 საკვალიფიკაციო - 8 5 3 74.0/68.8
2007 საკვალიფიკაციო - 8 5 3 73.8/67.5
2005 საკვალიფიკაციო - 12 2 10 68.3/78.7
2003 საკვალიფიკაციო - 10 0 10 71.2/89.1
2001 საკვალიფიკაციო - 13 7 6 78.2/73.8
1999 საკვალიფიკაციო - 13 6 7 75.1/80.7
1997 საკვალიფიკაციო - 15 7 8 76.9/75.1
1995 საკვალიფიკაციო - 5 3 2 88.8/80.8
1989 ევრობასკეტი 8 5 0 5 76.8/94.8
1987 ევრობასკეტი 10 7 2 5 78.3/87.3
1985 ევრობასკეტი 12 7 1 6 83.4/99.3
1983 ევრობასკეტი 4 7 3 4 70.7/85.1
1979 ევრობასკეტი 10 7 3 4 86.4/85.9
1977 ევრობასკეტი 7 7 3 4 89.1/95.3
1975 ევრობასკეტი 10 7 2 5 70.9/78.3
1967 ევრობასკეტი 16 9 0 9 66.9/82.0
1963 ევრობასკეტი 16 9 1 8 63.7/80.3
1961 ევრობასკეტი 15 6 3 3 57.3/66.7
1951 ევრობასკეტი 10 9 6 3 47.8/41.4
1949 ევრობასკეტი 5 6 2 4 29.0/42.5
1947 ევრობასკეტი 11 6 2 4 33.8/47.0
1946 ევრობასკეტი 6 3 1 2 30.3/36.7
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული